დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ. ბანერი ჩვენ უნდა გამოგვეფინა დასავლეთისთვის - თამარ ჩიბურდანიძე

Primetime.ge 2 თვის წინ 71
დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ. ბანერი ჩვენ უნდა გამოგვეფინა დასავლეთისთვის - თამარ ჩიბურდანიძე
საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და დასძენს, რომ საქართველოში ფიქსირდება ისტორიული ფაქტი, საელჩოები, ღიად ერევიან სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში.„ფიცი გვწამს, ბოლო გვაკვირვებს! ბოლო პერიოდში ისეთი პროცესები ვითარდება მსოფლიოში, რომ ის ქარდი, რაც ამერიკის საელჩომ დადო, ჩვენ უნდა დაგვედო მათთვის. ამერიკაში ოპოზიციის ლიდერს, ყოფილ პრეზიდენტს ესროლეს; სლოვაკეთის მოქმედ პრეზიდენტს, ასევე დღევანდელი დასავლეთის პოლიტიკის ოპოზიციონერს, ფიცოს ესროლეს… სადღაც მუქარაა, სადღაც პირდაპირი სასიკვდილო გასროლა… დიახ, ეს არის თანამედროვე დემოკრატების პოლიტიკა და ამ ვითარებაში ამერიკის საელჩო ჩვენ გვასწავლის ჭკუას, რომ თურმე „დემოკრატები ოპოზიციას არ კრძალავენ“.ჩვენი პასუხია, „დემოკრატები ოპოზიციას არც კრძალავენ და არც კლავენ“. საქართველოში თუ ვინმეზე ძალადობენ და ემუქრებიან, ეს ხელისუფლებაა. საქართველოში პოლიტიკაშიც და უფლებრივ საკითხებშიც უმცირესობა ძალადობს უმრავლესობაზე. შეუძლებელია ეს არ იცოდეს ამერიკის საელჩომ. იციან, მაგრამ მაინც საარჩევნო პროპაგანდას ეწევიან ოპოზიციის სასარგებლოდ. ისე, „ისტორიული“ ფაქტია, რომ სხვა ქვეყნის საელჩო ასე ღიად ერეოდეს სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო პროცესებში“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სრულად წაიკითხეთ სტატია