დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს

Primetime.ge 5 საათი წინ 10
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დავით კაიკაციშვილი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, ახალი დირექტორი თანამშრომლებს ჯანდაცვის მინისტრმა, გიორგი ცაგარეიშვილმა წარუდგინა.ცაგარეიშვილმა ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ დავით კაიკაციშვილს იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ერთობლივი ძალისხმევით, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა იგეგმება.ამასთან, სამინისტროს ცნობით, დავით კაიკაციშვილი 2012 წლიდან საჯარო სამსახურში სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციას იკავებდა. სააგენტოს ახალი დირექტორი ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროში სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტს, ხოლო მანამდე, დევნილთა და ეკომიგრანტთა პოლიტიკის სამმართველოს ხელმძღვანელობდა. მისი ჩართულობით იძულებით გადაადგილებული პირებისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა.
სრულად წაიკითხეთ სტატია