„დედაჩემმა მოახდინა უდიდესი სასწაული! ეს არასდროს მომხდარა...“ – რას წერს ტიკტოკერი ქეთი ქველაძე

Primetime.ge 1 დღე წინ 3
„დედაჩემმა მოახდინა უდიდესი სასწაული! ეს არასდროს მომხდარა...“ – რას წერს ტიკტოკერი ქეთი ქველაძე
ტიკტოკერი ქეთი ქველაძე, რომელსაც ახლახან დედა გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში წერს, რომ იმ ნათესავებს შეურიგდა, რომლებთანაც ურთიერთობა წლების განმავლობაში ჰქონდა გაწყვეტილი. ტიკტოკერი ყველას მადლობას უხდის, ვინც მძიმე წუთებში, მორალურად და მატერიალურად დაეხმარა.„სიკვდილის მერე ვაპატიე… მეგონა რომ მისი სიკვდილის დღე არ დადგებოდა… რამდენი რამე შეცვალა დედაჩემის სიკვდილმა იცით? 19 წლის დავიწყებულ-დაკარგულ-დამდურებულ ნათესავებს შევხვდი… მივუტევე და მომიტევეს შეცდომები… დღეს პირველად ჩავეხუტე ჩემ ბიძაშვილს, რომელზეც ნაწყენი ვიყავი და ისიც ნაწყენი იყო ჩემზე. დღეს პირველად მითხრა ჩემმა ნათესავმა რო ვუყვარდი და ვუყვარვარ… ვაპატიეთ ერთმანეთს წყენები… შეიძლება ერთმანეთზე გადამკვდარი ნათესავები არ გავხდეთ, მაგრამ მე აღარ მეზიზღება… დარწმუნებული ვარ, არც მას აღარ რცხვენია ჩემი… დედაჩემმა მოახდინა უდიდესი სასწაული! მე და ჩემი ნათესავები ერთ მაგიდაზე დაგვსვა, სადაც მხოლოდ სითბო და სიყვარული იყო… ეს არასდროს მომხდარა! ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს სწორედ ის მომენტია. აქვე, დედაჩემის წყალობით ლიკამ მიცვალებულის ფობია გადალახა და შეეხო დედაჩემს… მოკლედ, დედაჩემმა გარდაცვალების შემდეგ მოახერხა, რომ მე და ჩემი ნათესავები 19 წლის შემდეგ, ერთმანეთს შეგვახვედრა და ჩაგვახუტა… და მე ვიგრძენი, რომ არა აქვთ დისკომფორტის გრძნობა, როცა ქეთინო ქველაძე მათ გვერდზე იდგა… უდიდესი მადლობა ჩემ ნათესავებს; ლაშას, ბორიას, დათოს, ხათუნას, გუნაზიას, ქეთინოს, სოფიკოს, თემურიას, თემურიკოს, ლუკას, რეზოს და მადლობა მთელ ცხენთაროს დახმარებისთვის, მოსამძიმრებისთვის, ბოლო გზაზე გაცილებისთვის, დაფასებისთვის! ასევე, მადლობა ჩემს მეგობრებს; ნუციკოს, ლიკას, სანოს, მარინას, დათოს, ირინას, შოთას, გიორგის და უდიდესი მადლობა თქვენ კეთილ ხალხს, რომელმაც განიცადეთ, დამეხმარეთ და გამაცილებინეთ დედაჩემი ბოლო გზაზე! უფალს გადაეხადოს ჩემი ვალი თქვენდამი“, - წერს ტიკტოკერი. 
სრულად წაიკითხეთ სტატია