NASA-ს ინფორმაციით,
დედამიწას 10 სართულიანი
სახლის სიდიდის "საშობაო
ასტეროიდი" უახლოვდება,
რომელიც ჩვენს პლანეტას 24
დეკემბერს, საათში 23 736
კილომეტრის სიჩქარით
ჩაუვლის.ინფორმაციას dailymail-ი
ავრცელებს.NASA-ს
ასტეროიდების
მონიტორინგის სამსახურის
თანახმად, ასტეროიდი 2024 XN1-ი,
დედამიწიდან 7,21 მილიონი
კმ-ის მანძილზე უვნებლად
ჩაუვლის.მიუხედავად იმისა,
რომ ასტრონომიული საზომით
აღნიშნული მანძილი ახლოდ
ითვლება, ექსპერტები
აცხადებენ, რომ ასტეროიდის
მიერ დედამიწისთვის
საფრთხის შექმნის შანსები
არ არსებობს.მეცნიერებმა
გამოთვალეს, რომ თუ
ასტეროიდი 2024 XN1 პლანეტას
დაეჯახება, დარტყმის
სიმძლავრე 2 მილიონი ტონა
ტროტილის ეკვივალენტური
იქნება, რაც 2 000 კვადრატული
კილომეტრის ფართობს
გაანადგურებს.