გამოდიან და იძახიან
სანქციები დავუწესოთ
რუსეთსო და ვინ იძახის?!
ყველაზე დიდი „ნაციონალი“
ჭყონია, რომელმაც გაავსო
თავისი კოკა-კოლით რუსეთის
ბაზარი და თურმე ქართველმა
გლეხმა, რუსეთში რომ
გაყიდოს მწვანილი, ღვინო და
თხილი, თურმე ეს ყოფილა
ღალატი, - განაცხადა
ყოფილმა პოლიტპატიმარმა
დაჩი ცაგურიამ გადაცემაში
„არჩევანის
პირისპირ“.„ჩვენი ქვეყნის
ელჩი გამოაგდეს
უკრაინიდან და ამას ჩვენს
ქვეყანაში
გულშემატკივრობდნენ, როცა
გუშინ წინ პუტინს ჰყავდა
მსოფლიოს 40 ქვეყნის ლიდერი
სტუმრად რუსეთში.
მაინტერესებს, ჩინეთის
ელჩი თუ გამოაგდო უკრაინამ,
ან თუ გააგდოს ინდოეთის ან
დანარჩენი ქვეყნების
ელჩები?! რატომ გვიყურებენ
როგორც მონებს?! ჩვენი
ქვეყანა დაამცირეს და ამას
ქართველები
გულშემატკივრობდნენ“, -
აღნიშნა დაჩი ცაგურიამ.