დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გონივრულ შედეგზე გავა გამოძიება - ირაკლი კირცხალია პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე

Primetime.ge 2 თვის წინ 40
დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გონივრულ შედეგზე გავა გამოძიება - ირაკლი კირცხალია პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებაზე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებას, რომელიც "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სარჩელის საფუძველზე, საბოტაჟის მცდელობისა და სახელმწიფო ინტერესების ხელყოფის მიზნით, უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების კუთხით დაიწყო.ირაკლი კირცხალია აცხადებს, რომ ეს გამოძიება გადაჯაჭვულია USAID-ის საქმიანობასთან საქართველოში."რაც შეეხება დღევანდელ რეალობაში ამ გამოძიების დაწყებას - კიდევ ერთხელ დავუბრუნდები USAID-ის თემას, რომელიც ძალიანა აქტუალურია დღეს არამარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ეს ყველაფერი ჯაჭვურად არის გადაბმული ერთმანეთს. კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ განყენებული ქვეყანა არ ვართ, ჩვენ ვართ მსოფლიოს - ამ დიდი ორგანიზმის ნაწილი, სადაც ეს ორგანიზაცია და მისი დონორი ორგანიზაციები მოქმედებდნენ და მუშაობდნენ, ხოლო როგორ მოქმედებდნენ და როგორ მუშაობდნენ, ამ ყველაფერს, განსაკუთრებით ბოლო წლებისა და თვეების მანძილზე, სრულიად მოეფინა ნათელი და ყველამ დაინახა, თუ რეალურად, რა ძალებს წარმოადგენდნენ და ეს დესტრუქციული ძალა - ეს უსამშობლოთა გაერთიანება რა კარნახით და რა თანხებით მოქმედებდა. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია გამოძიება, რომელიც საბოტაჟის მუხლით არის დაწყებული და დაველოდოთ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გონივრულ შედეგზე გავა გამოძიება," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.
სრულად წაიკითხეთ სტატია