დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა

Primetime.ge 2 თვის წინ 87
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თაობაზე იმსჯელა
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“.კანონპროექტი ითვალისწინებს კონკურენციის სააგენტოში მმართველობითი ორგანოს, 5 წლის ვადით არჩეული 5 წევრიანი საბჭოს შექმნის თაობაზე კანონში არსებული ჩანაწერის გაუქმებას, რომელიც 2027 წლის 1 იანვარს უნდა შესულიყო ძალაში.მომხსენებლის, პარლამენტის წევრის ირაკლი მეზურნიშვილის განცხადებით, საბჭოს შექმნის თაობაზე ცვლილება, თავდაპირველად 2021 წლიდან უნდა შესულიყო ძალაში, ამ თარიღმა შემდგომ რამდენჯერმე გადაიწია და ბოლო ვერსიით 2027 წელს უნდა ამოქმედებულიყო. მისივე თქმით, ინსტიტუციური ცვლილებების მასშტაბიდან გამომდინარე, მის პრაქტიკაში განხორციელებასთან მიმართებით არსებობს რიგი გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია როგორც სააგენტოს  მატერიალურ - ტექნიკურ რესურსებთან, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მნიშვნელოვანი ოდენობის წლიური სახსრების გამოყოფასთან.„ასევე, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაანალიზების, შიდა ინსტიტუციური მზაობის, პროცესებისა და გამოცდილების ანალიზის საფუძველზე, აშკარა და ცხადი ხდება, რომ კონკურენციის უწყების მიერ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის პოლიტიკის აღსრულების ეფექტიანობის კავშირი კონკურენციის აღმასრულებელი უწყების ინსტიტუციურ-მმართველობით მოწყობასთან მიმართებით არა რელევანტურია. შესაბამისად, იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ერთის მხრივ, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის აღსრულება საქართველოში ეფექტურად ხორციელდება, ხოლო, მეორე მხრივ, ცვლილების ამოქმედება გამოიწვევს მნიშვნელოვანი ოდენობის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფას, სამართლებრივად აზრს კარგავს ამ ცვლილების ამოქმედება“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.საკითხის განხილვაში მონაწილეობდა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე.კომიტეტმა მხარი დაუჭირა განხილულ საკანონმდებლო ცვლილებას.
სრულად წაიკითხეთ სტატია