მიმალვაში მყოფი გიორგი
ბაჩიაშვილი აცხადებს, რომ
ორი ქვეყნის
სპეცსამსახურების ცნობით,
მისი მკვლელობის
ბრძანებაა
გაცემული.ბრიტანულ
გამოცემა „გარდიანთან“
იგი საქართველოდან
გაქცევის ახალ დეტალებზე
საუბრობს; საუბრობს ბიძინა
ივანიშვილზეც.„გარდიანმა“
(The Guardian) 26 მაისს გამოაქვეყნა
ჟურნალისტის, დენიელ ბოდის
სტატია., იმის შესახებ, რა
საფრთხეს ხედავდა
მიმალვაში მყოფი?„ვიცოდი,
რომ ციხეში მოვკვდებოდი,"-
წერია გამოქვეყნებულ
მასალაში.მისი ვარაუდით,
„მკვლელობის ბრძანება“
ივანიშვილის გაცემული არ
არის.ბაჩიაშვილი ამასთან
დაკავშირებით პირველად
საუბრობს საჯაროდ და
ამბობს, რომ საუბარია
„ჯგუფებზე ჩრდილოეთ
კავკასიიდან, სავარაუდოდ,
ჩეჩნებზე“.„[ერთ-ერთი
ქვეყნის
სპეცსამსახურებმა]
მითხრეს, რომ განა უბრალოდ
რისკს ხედავენ, არამედ
იციან, რომ ეს [ჩემი
მკვლელობის] ბრძანება
გაცემულია“, - ამბობს
ბაჩიაშვილი.იგი ასევე
ვარაუდობს, რომ ამის უკან
ბიძინა ივანიშვილი არ
დგას:„ვშიშობ, ეს [ბრძანება]
შეიძლება მოდიოდეს
საიდუმლო სამსახურებისგან
ან რომელიმე ქვეყნის
გარკვეული ძალებისგან,
რომელთაც სურთ
ივანიშვილის უფრო
დასუსტება. თუ მას
მკვლელობას „შეტენიან“,
მაშინ გაცილებით ნაკლები
შანსი იქნება იმისა, რომ
ივანიშვილს აშშ-სთან
ნორმალური დიალოგი
ჰქონდეს ან ის უფრო მეტად
წამოეგება ანკესზე“, -
უთხრა მან ბრიტანულ
გამოცემას.ამ საკითხის
სხვა დეტალებზე
ბაჩიაშვილი არ
საუბრობს.მისი ადვოკატი
რობერტ ამსტერდამი ასევე
აცხადებდა, რომ არ
გამორიცხავს, ბაჩიაშვილის
მკვლელობის დაგეგმვა იყოს
„საგარეო ძალების სცენარი,
რათა კიდევ უფრო მეტად
მოახდინონ ვითარების
დესტაბილიზაცია
საქართველოში“.