უკრაინის უსაფრთხოების
სამსახურში აცხადებენ, რომ
მოსკოვში რუსი გენერლის,
იგორ კირილოვის აფეთქება
მათი სპეცოპერაციის
შედეგია.ამის შესახებ
უკრაინის უსაფრთხოების
სამსახურში „ბიბისის“
უკრაინულ ბიუროს
განუცხადეს.რუსეთის
შეიარაღებული ძალების
რადიაციული, ქიმიური და
ბიოლოგიური დაცვის
ძალების ხელმძღვანელი,
გენერალ-ლეიტენანტი იგორ
კირილოვი დღეს დილით,
მოსკოვში აფეთქების
შედეგად
დაიღუპა.მედიასაშუალების
წყაროების ინფორმაციით,
დანაღმული თვითგორია იმ
დროს აფეთქდა, როდესაც
კირილოვი თანაშემწესთან
ერთად, რიაზანის გამზირზე
სახლის სადარბაზოში
შედიოდა.„კირილოვი იყო
სამხედრო დამნაშავე და
აბსოლუტურად კანონიერი
სამიზნე, ვინაიდან
უკრაინელი სამხედროების
წინააღმდეგ აკრძალული
ქიმიური იარაღის
გამოყენების
განკარგულებებს გასცემდა.
ასეთი დასასრული ელოდება
ყველას, ვინც უკრაინელებს
კლავს. სამხედრო
დანაშაულებისთვის
შურისძიება გარდაუვალია“,
– განუცხადა ერთ-ერთმა
წყარომ „ბიბისის“
უკრაინულ სამსახურს.
~მანამდე უკრაინის
უსაფრთხოების სამსახურში
განაცხადეს, რომ კირილოვი
ეჭვმიტანილი იყო უკრაინის
აღმოსავლეთ და სამხრეთ
ნაწილში ქვეყნის
შეიარაღებული ძალების
წინააღმდეგ ქიმიური
იარაღის გამოყენებაში.