
“ამათ შიგ ხო არ აქვთ?
არა, მართლა ვკითხულობ, რიტორიკული არაა ეს შეკითხვა
ლელო და გახარიას ხალხის მისამართით ვკითხულობ.
რა „თვითმმართველობის არჩევნებზე ქოცებს თბილისს წავართმევთ“ ბოდვაში ხართ?
2024 წელს რო ხალხს გვიმტკიცებდით, რომ არჩევნებზე დავრაზმულიყავით, ვერ გაყალბდებოდა და უეჭველი მოვიგებდით, მაგ კატასტროფაზე თქვენი პასუხი გავიგე – რო გეთქვათ, რომ ყალბდებოდა, მობილიზებას ვერ მოახდენდით, წინასწარ არჩევნებისადმი ნდობას ვერ დაუკარგავდით მოსახლეობას და გამარჯვებას პირდაპირ ჯიბეში ჩაიდებდნენ ქოცები.
კაი, გაგების დონეზე არგუმენტი გავიგე ძმაო, რამდენად სწორი სტრატეგია იყო ეგ სირობა, მაგაზე არ გავჩერდები.
მერე ეგ არჩევნები ხო თავზე გადაგვახიეს და 500 კაცზე მეტი ქუჩაში ვერ გამოიყვანეთ გასაპროტესტებლად, სანამ კობახიძე თავად არ მოგეხმარათ 28 ნოემბრის განცხადებით, ქოცებმა თავად ააფეთქეს ქუჩა, თქვენი შრომის გარეშე.
მას მერე ნახევარი წელია ხალხი ქუჩაშია და რუტინულად აპროტესტებს. 60-ზე მეტი პოლიტპატიმრის მშობლები მათ რიგებში არიან.
პირველი პოლიტიკური პარტიის ორი ლიდერი ციხეშია, მესამეს დღე-დღეზე ჩასვამენ. მეორე პოლიტიკური პარტიის ლიდერი უკვე ოთხი წელია ეგრე ჰყავთ.
უკვე ამოქმედდა რუსული კანონის რებრენდირებული ვერსია “FARA”-ს სახელით. არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიებს სრულად გადაეკეტებათ დაფინანსების წყაროები, მაქედანაც დაიჭერენ რამდენიმე თავს მაინც.
დიქტატურაში უკვე ვართ, უბრალოდ ამ დიქტატურის საბოლოო გაფორმებას ახლა აკლია ამ დიდი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა და პროტესტის მოხრჩობა.
კრიზისი რომ განიმუხტოს, რომელიმე არჩევნები მაინც უნდა გამოაცხადოს ოცნებამ ლეგიტიმურად. უფროსწორად, ოპოზიციამ უნდა ცნოს ლეგიტიმურად მისი შედეგები.
თუ გახარია-ლელო დღემდე ბოიკოტში ხართ საპარლამენტო არჩევნების, მანდატები დათმეთ და არ ცნობთ 2024-ის შედეგებს, მაშინ 2025-ის თვითმმართველობის არჩევნებზე რა შეიცვლება, როცა მას მერე ქოცებმა კიდევ უფრო ჩახლართეს გაყალბების მექანიზმები და ყოველდღე ახალ „კანონს“ ამატებენ დაკვირვების შესაზღუდად.
ანუ ერთწამს რა, პოლიტიკურ პრაგმატულობას თავი დავანებოთ, უბრალოდ ლოგიკური ჯაჭვი მაინტერესებს თქვენი სირობის
თქვენი წინასაარჩევნო კამპანია ახლაც ის იქნება, რომ „ვერავინ გააყალბებს“ და „ვერავინ გაიგებს, ვის მიეცი ხმა“ (
)?!

და მერე რო გამოცხადდება შედეგები და „თბილისის წართმევა“ ჩაგივარდებათ, კლოუნის ნიღაბს მოირგებთ? პირადად ირაკლი კუპრაძე ცირკში დაიწყებს მუშაობას ამის მერე? დამპირდეს რო დაიწყებს და მე ერთი კაცი გამოვცხადდები არჩევნებზე ამ პირობის სანაცვლოდ! გაწყობს, ირაკლი? 

ანდაც კაი, მოხდა შეუძლებელი და თბილისი გაჩუქათ ქოცებმა. კალაძემ დათმო დეველოპერული ბიზნესების უდიდესი კორუფციული ქსელი, აი ქნა, ასეთი რისკიანი გამოდგა კახი! მერე? ერდოღანსაც „წაართვა“ ოპოზიციამ სტამბოლი, მაგრამ ეგ ოპოზიციის ლიდერი სადაა ახლა შემახსენეთ რა. დამავიწყდა მისი სახელი და ვერ ვგუგლავ, შემახსენე რა ფლზ, ირაკლი. შემახსენე, ქთხოვ…
ხოდა საიდანაც დავიწყე:
ამათ მართლა შიგ ხო არ აქვთ?” – წერს სოციალურ ქსელში ბლოგერი დათო აბზიანიძე.