დავითაშვილი: აშშ-ში ელჩი უახლოეს ხანებში გვეყოლება

News.ge 5 საათი წინ 5
დავითაშვილი: აშშ-ში ელჩი უახლოეს ხანებში გვეყოლება

ქართული ოცნების ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი “უახლოეს ხანებში ეყოლება. მან ამის შესახებ პროპაგანდისტულ, სამთავრობო იმედის ეთერში ისაუბრა.
“ეს საკითხი პროცედურების შესაბამისად გადაწყდება და უახლოეს ხანებში, ჩვენ გვეყოლება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩი, რაც რა თქმა უნდა, ორმხრივ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააძლიერებს”, – თქვა დავითაშვილმა.
2024 წლის 30 ნოემბერს შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის მიზეზად კი ქართული ოცნების გადაწყვეტილება დასახელდა, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი.
ამას მოჰყვა -ში ელჩის, დავით ზალკალიანის თანამდებობიდან გადადგომა.

სრულად წაიკითხეთ სტატია