
“პირდაპირ დავიწყებ, დღეს “ლელოს” დასუსტება ჩვენს ინტერესში არ არის.
ისევე როგორ 31 მარტს არ იყო პრეზიდენტ ს.ზურაბიშვილის კრიტიკა ჩვენს ინტერესში;
9 აპრილს ბატონი პ.ბურჭულაძის…
9 მაისს გოტა ჭანტურიას და “ნაციონალური მოძრაობის”…
ჩვენს ინტერესში არ იყო არც ზურაბ ჯაფარიძის დაჭერის შემსუბუქება და ამის საფუძველზე ერთმანეთის ლანძღვა…
ასევე “ლელოს” მხრიდან პლატფორმის უმოქმედობის განცხადება, რუსთაველის პროტესტის მნიშვნელობის დამცრობა…
მასივებში “ერთობის” მარშების მიმართ სკეპტიციზმი…
არ ვიგებთ ჩვენ არც “გახარია – საქართველოსთვის” პარტიის მიმართ მუდმივი ეჭვებით.
…
ეს არ არის განყენებული, შემრიგებლური, საყოველთაო თანხმობის მიღწევის სურვილი და უსაფუძვლო სულისკვეთება.
ეს არის ერთადერთი სტრატეგია, რომელიც ჩამოშლის ავტორიტარულ, ანტიდასავლურ რეჟიმს.
ბრაზი, რომელიც რეჟიმის მიმართ გვიგროვდება ყოველი დაჭერის, დაჯარიმების, სასამართლოს, კანონის, იზოლაციისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯის შემდეგ იმართება.
და იმართება რეჟიმის მიერ, როდესაც ჩვენ ამ ბრაზს ერთმანეთს ვახლით.
ამ გზით ბრაზი განიმუხტება და რეჟიმი განაგრძობს სრულიად უძლურ არსებობას.
ჩვენი პროტესტი ხდება ტოქსიკური საზოგადოებისთვის, საერთაშორისო პარტნიორებისთვის… და კარგავს ძალას, რომელიც აქვს და უნდა ჰქონდეს ბევრად ძლიერი.
მაშინ როდესაც ამდენად დიდი გამოწვევის და საფრთხის წინაშე ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ თითქმის არასდროს ყოფილა.
მაშინ როდესაც ასეთი შანსი საზოგადოებას საქართველოში შეექმნა მრავალპარტიული დემოკრატია;
სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და ყალიბდება როგორც საფუძველი თავისუფალი ქვეყნის.
მაშინ როდესაც არასდროს ყოფილა ამდენი წინაპირობა სასამართლოს რეფორმის, ევროპული ინტეგრაციის, სახელმწიფო ინსტიტუტების საბოლოო რეფორმირების…
იმ დღეს მეგობარმა მითხრა, სპორტის ფსიქოლოგიაში არსებობს სტატისტიკა, რომ ადამიანების უმრავლესობას ერთი წუთით ადრე რომ დაეჯერებინათ გამარჯვების, სანამ დამარცხდებოდნენ, კიდევ ერთი წუთიც რომ გაეძლოთ ბრძოლაში, აუცილებლად ჩემპიონები გახდებოდნენ.
ჩვენ არ ვიცით როდის დადგება ეს ერთი ბოლო წუთი ჩვენი საზოგადოებისთვის და ამ დროს საკუთარ ბრაზში ჩახარშვით მუდმივად ვშორდებით გარდამტეხ გამარჯვებას.
არ ვიცი, როგორ ხდება ჩვენით მანიპულირება, პარტიული ეგოიზმის საფუძველზე, პირადი წყენების, ქედმაღლობის, სიხარბის თუ ამპარტავნების…
მაგრამ დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამდენად უანგარო, ლაღი და თავგანწირული საზოგადოება, ამდენი ხნის განმავლობაში უწყვეტად არასდროს მდგარა ქვეყნის დასაცავად.
დღეს ვსაუბრობდით, რომ გამომსვლელების არარსებობა, სიჩუმე, ჩვენი წინააღმდეგობის ხანგრძლივობა და თანმიმდევრულობა…
ყოველდღიური საუბარი ქვეყნის ბედზე, თითოეულ ჩვენგანში ქმნის წარმოუდგენელ სამოქალაქო თვითშეგნებას.
რამდენჯერ შემიხედავს “ბოლომდე!” – მოყიჟინე ადამიანებისთვის, რომლების ასე ჯიუტად, შემართებულად აგრძელებენ ბრძოლას და მიფიქრია, რომ ალბათ ოქროს ფურცლებია “ქართლის ცხოვრების”…
ყველა ქართველს სახლში თუ გარეთ, ყველა ჩვენს პარტნიორს,
პირადად ბატონ ბ.ივანიშვილს და რეჟიმის თითოეულ წევრს, ვისაც კიდევ შერჩენია სურვილი საკუთარი ქვეყნის გამარჯვების…
უნდა ესმოდეს, რომ თუ ამ საზოგადოებამ გამარჯვებას არ მიაღწია, ჩვენი ქვეყანა კიდევ დიდი ხნით ჩაიძირება ავტორიტარიზმის და სამოქალაქო უძლურების ჭაობში;
კიდევ დიდი ხნით იქნება დამოკიდებული ერთი მდიდარი და ძლევამოსილი ლიდერის ცვლილებაზე მეორით…
მაგრამ თუ მან გაიმარჯვა ეს მუხტი, ეს ცნობიერება გაიშლება და გადაეცემა თაობებს…
და საქართველოს მართლა აქცევს ნამდვილად ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ და საზოგადოებად.
რომელსაც ვერასდროს ვეღარ შეარყევს ვერც ავტორიტარიზმი, ვერც კოლონიალიზმი და ვერც უღირსობა!
და სადღაც ღრმად ყველას ამის რწმენა აქვს. ძლიერი მტკიცე რწმენა, რომელიც აუცილებლად გაგვამარჯვებინებს.
ბოლომდე! ერთად!
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს!
ჩვენ ბრძოლამ უკვე ერთად გამოგვაწრთო,” – – წერს სოციალურ ქსელში საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი დავით ჩხეიძე.