„უკანასკნელ 30 წლის
განმავლობაში (1995 წლიდან),
სამხრეთ კორეის ექვსი
ყოფილი პრეზიდენტი
დააკავეს და
გაასამართლეს“ - წერს
სოციალურ ქსელში პარტია
ხალხის ძალის“ წევრი
დავით.ექსპერტი თქმით,
მისთვის გაუგებარია რატომ
არ ახსენებს ოპოზიცია
სამხრეთ კორეას მაშინ როცა,
საუბრობენ ჩრდილოეთ
კორეის და საქართველოს
მსგავსებაზე.„როდესაც
ჩვენი ნაც-შეპყრობილები
საქართველოს „ჩრდილოეთ
კორეას“ ადარებენ,
გაუგებარია რატომ არ
ახსენდებათ მეორე კორეა -
სამხრეთის, თავისი
პრეზიდენტების ესოდენ
„მხიარული“ ისტორიული
გამოცდილებით. უკანასკნელ
30 წლის განმავლობაში (1995
წლიდან), სამხრეთ კორეის
ექვსი ყოფილი პრეზიდენტი
დააკავეს და
გაასამართლეს:ჩუნ დუ-ჰვანი
(პრეზიდენტი 1980 წლიდან 1988
წლამდე) - 1995 წელს დააკავეს
კორუფციისა და სამხედრო
გადატრიალების ბრალდებით.
1996 წელს მას მიესაჯა
სიკვდილით დასჯა
(მოგვიანებით შეუცვალეს
სამუდამო პატიმრობით,
შემდეგ კი 17 წლით
თავისუფლების აღკვეთით).
შეიწყალეს 1997 წელს.ნო ტაე ვუ
(პრეზიდენტი 1988 წლიდან 1993
წლამდე) - 1995 წელს დააკავეს
კორუფციისა და სამხედრო
გადატრიალების ბრალდებით.
1996 წელს მას მიესაჯა 22,5 წლით
თავისუფლების აღკვეთა
(მოგვიანებით შემცირდა 17
წლამდე). შეიწყალეს 1997
წელს.როჰ მოო ჰუიუნი (2003–2008) -
ის არ დაუკავებიათ, მაგრამ
გამოძიება მის წინააღმდეგ
კორუფციის ბრალდებით
მიმდინარეობდა. მან 2009 წელს
თავი მოიკლა გამოძიების
ზეწოლის გამო.ლი მიუნ-ბაკი
(პრეზიდენტი 2008 წლიდან 2013
წლამდე) - 2018 წელს დააკავეს
კორუფციის, მექრთამეობისა
და უფლებამოსილების
გადამეტების ბრალდებით. 2020
წელს სამხრეთ კორეის
უზენაესმა სასამართლომ 17
წლიანი პატიმრობაში
დატოვა. შეიწყალეს 2022
წელს.პარკ გეუნ-ჰი
(პრეზიდენტი 2013 წლიდან 2017
წლამდე) - 2017 წელს
იმპიჩმენტის შემდეგ
გადააყენეს. 2017 წელს
დააკავეს კორუფციის,
უფლებამოსილების
გადამეტებისა და
მექრთამეობის ბრალდებით. 2018
წელს მას მიესაჯა 25 წლით
თავისუფლების აღკვეთა
(მოგვიანებით გაიზარდა 32
წლამდე). შეიწყალეს 2021
წელს.იუნ სოკ იოლი -
თანამდებობიდან დროებით
გადაყენებული, საომარი
მდგომარეობის შემოღების
გამო. 2025 წლის 15 იანვრიდან
იმყოფებოდა პატიმრობაში,
ხოლო 7 მარტს გათავისუფლდა
პატიმრობიდან“, - წერს
დავით ქართველიშვილი.