ეს უკვე სირცხვილიც არაა -
ეს არის "დიფ სთეიტის" ღია
შეტევაში გადასვლა და
ევროპის დემოკრატიული
"ფასეულობების" ფეხქვეშ
დემონსტრაციული გათელვა -
ანუ, ყველაფერი ის, რაზეც
აქამდეც არაერთხელ
მოგახსენეთ. ამჯერად
სამიზნე - პრაღაა. როგორც კი
ჩეხეთის მომავალ
საპარლამენტო არჩევნებში
გამოიკვეთა ქვეყნის
ექს-პრემიერის ანდრეი
ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი
რეიტინგი და გამარჯვების
უპირობო პერსპექტივები -
"დიფ სთეიტის" ჩეხურმა
ფილიალმა მიმართა
საფრანგეთში, გერმანიაში,
რუმინეთში, უკრაინასა და
მოლდოვაში ნაცად ხერხს:
ანდრეი ბაბიშის
წინააღმდეგ კორუფციის
ფიქტიური ბრალდებით
გამოტანილი
გამამართლებელი განაჩენი
გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ
სასამართლოში იქნა
გადაგზავნილი - წერს
„ხალხის ძალის“ წევრი
დავით ქართველიშვილი
სოციალურ ქსელში.როგორც
ქართველიშვილი აღნიშნავს,
პარტიის რეიტინგი ისედაც
მუდმივად 30%-ს აჭარბებდა,
მაშინ როცა ამჟამინდელი
მმართველი კოალიცია
„ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ
აღწევს. საქმის ხელახლა
განხილვამდე ექსპერტები
თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში
2021 წლის არჩევნებში
დამარცხების შემდეგ,
რეაბილიტაციას და
პრემიერ-მინისტრის
თანამდებობის დაბრუნებას
შეძლებდა.„ეს უკვე
სირცხვილიც არაა - ეს არის
"დიფ სთეიტის" ღია შეტევაში
გადასვლა და ევროპის
დემოკრატიული
"ფასეულობების" ფეხქვეშ
დემონსტრაციული გათელვა -
ანუ, ყველაფერი ის, რაზეც
აქამდეც არაერთხელ
მოგახსენეთ. ამჯერად
სამიზნე - პრაღაა. როგორც კი
ჩეხეთის მომავალ
საპარლამენტო არჩევნებში
გამოიკვეთა ქვეყნის
ექს-პრემიერის ანდრეი
ბაბიშის პარტია ANO-ს მზარდი
რეიტინგი და გამარჯვების
უპირობო პერსპექტივები -
"დიფ სთეიტის" ჩეხურმა
ფილიალმა მიმართა
საფრანგეთში, გერმანიაში,
რუმინეთში, უკრაინასა და
მოლდოვაში ნაცად ხერხს:
ანდრეი ბაბიშის
წინააღმდეგ კორუფციის
ფიქტიური ბრალდებით
გამოტანილი
გამამართლებელი განაჩენი
გაუუქმეს, ხოლო საქმე კვლავ
სასამართლოში იქნა
გადაგზავნილი.საქმის
დეტალებით არ მოგაწყენთ,
მთავარს მოგახსენებთ:
საქმის სასამართლოში
დაბრუნების
გადაწყვეტილება
საპარლამენტო
არჩევნებამდე სულ რაღაც
რამდენიმე თვით ადრე იქნა
მიღებული, რომელსაც
მემარჯვენე პოპულისტური ANO
ფავორიტად იქნა მიჩნეული.
პარტიის რეიტინგი ისედაც
მუდმივად 30%-ს აჭარბებდა,
მაშინ როცა ამჟამინდელი
მმართველი კოალიცია
„ერთად“ დაახლოებით 20%-ს თუ
აღწევს. საქმის ხელახლა
განხილვამდე ექსპერტები
თანხმდებოდნენ, რომ ბაბიში
2021 წლის არჩევნებში
დამარცხების შემდეგ,
რეაბილიტაციას და
პრემიერ-მინისტრის
თანამდებობის დაბრუნებას
შეძლებდა - მაგრამ "დიფ
სთეიტი" სულ სხვანაირად
ფიქრობდა.“ - წერს
ქართველიშვილი.