ჩვენ ახალ ველოსიპედს არ
ვიგონებთ. ჩვენ აშშ-ის
„ფარა“, ანუ გავლენის
შესაბამისი კანონმდებლობა
გადმოგვაქვს საქართველოში
და ბრიტანული მოდელი
მედიასთან დაკავშირებით,
სადაც ასევე ძალიან
მკაფიოდ არის გაწერილი
წესები, როგორ უნდა იმუშაოს
მედია სექტორმა იმისთვის,
რომ აარიდოს საზოგადოება
დეზინფორმაციას და
„ფეიკს“, - განაცხადა
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ,
დავით მათიკაშვილმა „დღის
ქრონიკაში”.„ოპოზიციას ეს
ყველაფერი, რომ არ მოსწონს
არის აბსოლუტურად
გასაგები. მათ,
ფაქტობრივად, აღარ რჩებათ
რესურსი საკუთარი მდარე,
ანტიეროვნული, აგენტურული,
ვიწრო პარტიული სურვილები
განახორციელონ ჩვენს
ქვეყანაში - საქართველოში,
საკუთარ სამშობლოში. ისინი
ძალიან აქტიურად
იყენებდნენ მედიაში
არსებულ შესაძლებლობებს,
დეზინფორმაციის და
„ფეიკის“ გავრცელების
კუთხით საქართველოში
შემოდინებულ ფულად
რესურსებს, რომელთა
რეალური დანიშნულება
ქვეყანაში არეულობის
მოწყობა, რევოლუციის
მოწყობა და, ფაქტობრივად,
საბოლოო ჯამში, ქვეყნის
ომში ჩართვა იყო. ისინი ამ
ყველაფრით ვეღარ
ისარგებლებენ. დღესაც უკვე
მათთვის უდიდესი ნაწილი ამ
რესურსის არის გადაკეტილი
და ცხადია, რომ რადიკალურ
ოპოზიციას სამოქმედო
რადიკალიზმისთვის
არსებული სამოქმედო
რესურსიც და ნიადაგიც
ხელიდან ეცლება“, -
განაცხადა
მათიკაშვილმა.მათიკაშვილმა
ასევე განმარტა, რატომ არის
აუცილებელი დღეს
საქართველოში მიღებული
იყოს ის რეგულაცია, რომელიც
აშშ-ში
მოქმედებს.„საზოგადოებას
კარგად ახსოვს უცხოური
გავლენის გამჭვირვალეობის
კანონთან მიმართებით რა
ზღვა ტალახი, უმსგავსო,
უსამართლო მოპყრობა,
მოქცევა და საქციელი
ჩაიდინა რადიკალურმა
ოპოზიციამ, მათმა
დავალების მიმცემებმა და
როგორ შეეცადნენ, რომ
საზოგადოების ნაწილი
მოეტყუებინათ. დღეს,
როდესაც USAID-ის სკანდალი
აგორდა აშშ-ში, განცხადდა
და ყველასთვის გასაგები
გახდა, რომ ეს თანხები,
რომლებიც საქართველოში
შემოედინებოდა არ იყო
კეთილი მიზნებისთვის
გათვალისწინებული და მათი
მიზანი სოფლის
მეურნეობაში მხოლოდ და
მხოლოდ რაღაც ბოსტნეულის
წარმოება არ იყო თურმე, ამ
თანხების მიზანი
რადიკალიზმი,
ხელისუფლების ამოყირავება
და ქვეყნის ისევ ომში
გახვევა ყოფილა. ეს ხომ
ცხადზე ცხადია. ამ
ყველაფერს ხელს უწყობდნენ
და დღესაც ცდილობენ ხელი
შეუწყონ იმ
დეზინფორმაციით
გაჯერებულმა აგენტურულმა
ტელევიზიებმა, რასაც აქვს
ადგილი და თქვენ ეს
ყველაფერი ძალიან კარგად
იცით, ამიტომ ჩვენ ახალ
ველოსიპედს არ ვიგონებთ.
ჩვენ აშშ-ის „ფარა“ ანუ
გავლენის შესაბამისი
კანონმდებლობა
გადმოგვაქვს საქართველოში
და ბრიტანული მოდელი
მედიასთან დაკავშირებით,
სადაც ასევე ძალიან
მკაფიოდ არის გაწერილი
წესები, როგორ უნდა იმუშაოს
მედია სექტორმა იმისთვის,
რომ აარიდოს საზოგადოება
დეზინფორმაციას და
„ფეიკს“, - აღნიშნა
მათიკაშვილმა.