დავით მათიკაშვილი: ყველგან, სადაც საქართველოს საელჩო აქვს, შესაბამისი საარჩევნო უბნებია გახსნილი და ეს რეგულირდება კანონის ზედმიწევნით დაცვით. იმდენად კარგად ჩანს არსებული მოცემულობა, რომ ამ პროვოკაციებით ფონს ვერ გავლენ

Primetime.ge 2 კვირის წინ 36
დავით მათიკაშვილი: ყველგან, სადაც საქართველოს საელჩო აქვს, შესაბამისი საარჩევნო უბნებია გახსნილი და ეს რეგულირდება კანონის ზედმიწევნით დაცვით. იმდენად კარგად ჩანს არსებული მოცემულობა, რომ ამ პროვოკაციებით ფონს ვერ გავლენ
ყველა ქვეყანაში სადაც საქართველოს საელჩო აქვს, შესაბამისი უბნებია გახსნილი. ეს ყველაფერი რეგულირდება კანონის ზედმიწევნით დაცვით. ეს ვითომ ე.წ. მიზეზები იმდენად თითიდან გამოწოვილია და იმდენად კარგად ჩანს არსებული მოცემულობა, რომ ამ ფანდებით და პროვოკაციებით ფონს ვერ გავლენ, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“.უმრავლესობის დეპუტატმა უპასუხა კითხვას - მაშინ როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი უკვე ქმნის მოლოდინს არჩევნების დისკრედიტაციისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ უბნების გახსნის, ასევე ემიგრანტების რეგისტრაციის კონტექსტში, ეს მოცემულობა ხომ არ იქნება ერთგვარი ბარიერი არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარებისთვის?„ვითომ წინდაწინ უნდათ შეიქმნან ე.წ. არგუმენტები. როცა 27 ოქტომბერი დადგება და გაიაზრებენ, რომ საბოლოოდ დამარცხდნენ ქართულ პოლიტიკურ არენაზე, [ეცდებიან] სიტუაციის ადუღებისკენ და პროვოკაციების მოწყობისკენ ხალხს გადაადგმევინონ ნაბიჯი. ამით ისინი საზოგადოებას კიდევ ერთხელ უდასტურებენ, როგორი უსუსურია ოპოზიცია და როგორ ცდილობენ ტყუილებით არგუმენტების შექმნას. რა ფასი ექნება დამკვირვებლის შეფასებაში ამ სისულელის აღწერას, რომელიც საერთოდ აცდენილია საქმის არსს. იმაზე უფრო მკვეთრად როგორ შეიძლება ადამიანმა გამოხატოს თავისი პოლიტიკური გემოვნება, თუ არა იმით, რომ შესწიროს თანხა პოლიტიკურ პარტიას და როდესაც ასეთი პირებით არის დაკომპლექტებული სადამკვირვებლო ორგანიზაცია, მის ობიექტურობაზე კითხვის ნიშანიც ზედმეტი მგონია, საზოგადოებისთვის ისედაც ყველაფერი გასაგებია“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია