როგორც ყველაფერ ქართულს,
„ნაციონალური მოძრაობა“
ებრძოდა ქართულ ენას.
ვაბრუნებთ ქართული ენის
სწავლებას და ყველაფერს
გავაკეთებთ იმისთვის, რომ
მისი შესწავლა ძალიან
აქტუალური იყოს, -
განაცხადა პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
თავმჯდომარემ, დავით
მათიკაშვილმა.„როგორც
ყველაფერ ქართულს,
„ნაციონალური მოძრაობა“
ებრძოდა ქართულ ენას, ჩვენი
ეთნიკური იდენტობის
საფუძველს და ხდებოდა მისი
ნაბიჯ-ნაბიჯი განდევნა
ჩვენი ცხოვრებიდან.
ვაბრუნებთ ქართული ენის
სწავლებას [უმაღლეს
სასწავლებლებში] და
ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ ენის,
რომელიც არის
უმნიშვნელოვანესი
პლაცდარმი და საფუძველი
ქართული ეთნოსის, შესწავლა
ძალიან აქტუალური იყოს“, -
აღნიშნა
მათიკაშვილმა.უმაღლეს
სასწავლებლებში ქართული
ენის სწავლების
აღდგენასთან დაკავშირებულ
ცვლილებებს დღეს
კომიტეტში მეორე
მოსმენითგანიხილავენ.