მიიღებენ დავალებას
არჩევნებში მონაწილეობის
მიღების შესახებ? -
მიიღებენ მონაწილეობას.
შესაბამისად თუ არ ექნებათ
ასეთი დავალება - დარჩებიან
სახლში, - განაცხადა
პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების
კომიტეტის თავმჯდომარემ,
დავით მათიკაშვილმა
რადიკალურ ოპოზიციაზე
საუბრისას.მისი თქმით,
ფაქტია, რომ ოპოზიციაში
არეულობაა.„რადიკალი
ოპოზიციონერები არ
წარმოადგენენ თავიანთი
გადაწყვეტილების
შემსრულებელ პირებს - ისინი
გადაწყვეტილებებს იღებენ
სხვა ქვეყნებიდან. ფაქტია,
რომ შიგნით არეულობაა. ვერ
ჩამოყალიბებულან ერთიან
შეხედულებაზე. ერთმანეთს
აბრალებენ იმ ფიასკოს,
რომელიც განიცადეს
საქართველოში. მიიღებენ
დავალებას არჩევნებში
მონაწილეობის მიღების
შესახებ? - მიიღებენ
მონაწილეობას.
შესაბამისად თუ არ ექნებათ
ასეთი დავალება - დარჩებიან
სახლში. ჩვენი მოსახლეობის
გადაწყვეტილებით,
რადიკალური
ოპოზიციონერები პოლიტიკურ
სანაგვეზე უკვე დიდი ხანია
არიან“, - აღნიშნა
მათიკაშვილმა.