„ისფედი“ არ აქვეყნებს 2024
წლის არჩევნების
დასკვნებს, რაც აჩენს
ლეგიტიმურ ეჭვს, რომ კიდევ
ერთი მცდელობა ხომ არ აქვს
„ისფედს“ ხელახლა
მოახდინოს პარალელური
დათვლის შედეგების
გაყალბება, - განაცხადა
„დღის ქრონიკაში“
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ
დავით მათიკაშვილმა.მანვე
აღნიშნა, რომ „ისფედი“ ფეხს
ითრევს მონაცემების
გამოქვეყნებისგან იმიტომ,
რომ იმ მონაცემებით
დადასტურდება, რომ არანაირ
გაყალბებას არჩევნებში
ადგილი არ ჰქონია.„ამ
ორგანიზაციას
„სამართლიანი არჩევნები“
ნამდვილად არ უნდა ერქვას,
ძალიან ცინიკურია ეს
სათაური ამ
ორგანიზაციისთვის.
„ისფედი“ ჯერ კიდევ 2020 წელს
იყო პირდაპირ, არა თუ
შემჩნეული არამედ
დადასტურებულად
გამოვლენილი, როგორც
თაღლითური ქსელი, გამტარი
USAID-ის თანხებისა და მაღალი
ალბათობით, სურვილების, რომ
მომხდარიყო არჩევნების
შედეგების გაუქმება,
ნიველირება ხალხის
გადაწყვეტილების.
„ისფედი“ დიდი ხნის
განმავლობაში თავის დონორ
USAID-თან ერთად მალავდა 2020
წელს არჩევნების
პარალელური დათვლის
შედეგებს და ბოლოს გახდა
იძულებული
გამოექვეყნებინა და
ეღიარებინა ეს ყველაფერი.
ეს ყველაფერი შეგნებულად
კეთდებოდა და იყო
აგენტურული ქსელის
შესაბამისი საცეცები
საქართველოში, რომლის
მიზანსაც ლეგიტიმური
ხელისუფლების შეცვლა და
დემოკრატიული არჩევნების
ნიველირება
წარმოადგენდა.გავიდა ოთხი
წელი და იგივე მოცემულობის
წინაშე დავდექით, ოღონდ ამ
შემთხვევაში, პარალელური
დათვლის შედეგები ერთი
ერთში ემთხვევა
ცენტრალური საარჩევნო
კომისიის გამოქვეყნებულ
შედეგებს და ეს
ორგანიზაცია მალავს, არ
აქვეყნებს დასკვნებს,
რამეთუ ეს იქნება
პირდაპირი დადასტურდება,
რომ რეალურად, არანაირ
გაყალბებას ადგილი არ
ჰქონია. „ისფედი“ მისი
დონორი USAID და სხვადასხვა
ორგანიზაციები თავის
რადიკალ აგენტურასთან
ერთად, საქართველოში
ცდილობდნენ, რომ ტყუილი
გაესაღებინათ საქართველოს
მოსახლეობისთვის და მთელი
მსოფლიოსთვისაც, რაც უკვე
ჩამოინგრა, როგორც ბანქოს
სახლი. დღეს, როდესაც
პროკურატურა ითხოვს
„ისფედისგან“ ამ
მონაცემებს, მაინც ფეხს
ითრევს ეს აგენტურული,
ესტონური ორგანიზაცია. არ
ვიცი რას ცდილობს, ალბათ
იმას, რომ ხელოვნურად
შეასწოროს შედეგები,
ხელოვნურად გააყალბოს
კიდევ ერთხელ პარალელური
დათვლის მონაცემები.
ნათელია, რომ ეს ყველაფერი
არ არის ახლა თავიდან
გასაკეთებელი, ეს არის
პროგრამულ სისტემაში
არსებული მონაცემები,
რომლის გადაცემაც
პროკურატურისთვის უნდა
იყოს ერთი საათის საქმე. ამ
შეყოვნების ფონზე
ლეგიტიმური კითხვები
ჩნდება, რომ კიდევ ერთი
მცდელობა ხომ არ აქვს
„ისფედს“ ხელახლა
მოახდინოს პარალელური
დათვლის შედეგების
გაყალბება. არ ვიცი, ვნახოთ,
დაველოდოთ შედეგებს“,-
განაცხადა
მათიკაშვილმა.მან ასევე
ისაუბრა იმაზე, რომ თუ
„ისფედი“ საბუთებს არ
წარადგენს, პროკურატურა
კანონის ფარგლებში
იძულებით მოიპოვებს
დოკუმენტაციას.„პროკურატურას
გააჩნია სისხლის
სამართლის საპროცესო
კოდექსის არსენალი
იმისთვის, რომ იმ
შემთხვევაში, თუკი არ
მოხდება გამოთხოვილი
დოკუმენტაციის გადაცემა,
ეს ყველაფერი საპროცესო
კანონმდებლობის დაცვით
მოახდინოს იძულებით.
დაველოდებით ჩვენ
შედეგებს და ყველაფერი
გამოვლინდება. სიმართლე
ცხადია არ დაიკარგება“,-
აღნიშნა
მათიკაშვილმა.ორგანიზაცია
„სამართლიანი არჩევნები“
2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების ხმების
პარალელური დათვლის
შედეგებს საზოგადოებისგან
კვლავ მალავს. გენერალურმა
პროკურატურამ „პივიტის“
შედეგები ორგანიზაციისგან
რამდენიმე დღის წინ
გამოითხოვა. „ისფედმა“
ოფიციალურ განცხადებაში
აღნიშნა, რომ
სამართალდამცავ უწყებას
ხმის პარალელური დათვლის
შედეგებს გადასცემდა,
თუმცა ამ დრომდე
გამოთხოვილი ინფორმაცია
გენერალურ პროკურატურაში
არ გაუგზავნიათ.