დავით მათიკაშვილი გრანტების შესახებ კანონზე: შემოდინებული თანხები არ ემსახურებოდა კეთილ მიზნებს, ამიტომაც საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ მიზნებზე

Primetime.ge 2 თვის წინ 84
დავით მათიკაშვილი გრანტების შესახებ კანონზე: შემოდინებული თანხები არ ემსახურებოდა კეთილ მიზნებს, ამიტომაც საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს არასამთავრობო ორგანიზაციებზე და მათ მიზნებზე
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი გრანტების შესახებ კანონს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ შემოდინებული თანხები არ ემსახურებოდა კეთილ მიზნებს. შესაბამისად, საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მათ მიზნებზე.„არავინ არ იფიქროს, რომ იმ თანხებიდან რაღაც მიზერული კეთილი საქმის შედეგებს უარვყოფთ, მაგრამ დანარჩენი რამდენი პროცენტი გამოდის - 75% თუ 85% რას მოხმარდა? იქნებ მოხმარდა ტრენინგებს, სადაც ასწავლიდნენ, როგორ დაეწვათ ცოცხალი ადამიანები „მოლოტოვის კოქტეილებით“. ეს შემოდინებული თანხები არ ემსახურებოდა კეთილ მიზნებს, ამიტომაც საქართველოს სახელმწიფო ზრუნავს არასამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე, მათ მიზნებზე. იქნება შესაბამისი ფონდი გათვალისწინებული, ძალიან გამჭვირვალე, ღია, ტრანსპარენტული პროცესი”, - განაცხადა მათიკაშვილმა.გრანტების შესახებ კანონპროექტს პარლამენტში დღეს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი.
სრულად წაიკითხეთ სტატია