რას ვერ პატიობენ ბატონ
ბიძინა ივანიშვილს? - ეს
არის 2012 წელი, დასავლეთში
„დემოკრატიის შუქურად“
მიჩნეული სადისტური
რეჟიმი რეალურად საკუთარი
ქვეყნის ტანჯვით რომ იყო
დაკავებული, ტერიტორიების
ჩაბარებითა და ასე შემდეგ,
აი, ეს რეჟიმი სამუდამოდ
პოლიტიკურ სანაგვეზე რომ
მოისროლა, - განაცხადა
საქართველოს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და
წესების საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარემ,
დავით მათიკაშვილმა აშშ-ის
ხაზინის დეპარტამენტის
მიერ „ქართული ოცნების“
დამფუძნებლისა და საპატიო
თავმჯდომარის მიმართ
დაწესებულ სანქციებზე
საუბრისას.„ბატონი ბიძინა
ივანიშვილი არაფორმალური
სანქცირების ქვეშ
იმყოფება მას შემდეგ, რაც
საქართველოს ხელისუფლებამ
ჩვენი ქვეყნის
უკრაინიზაციის გეგმაზე
ხელი არ მოაწერა და
ქვეყანაში შეინარჩუნა
მშვიდობა და ეკონომიკური
განვითარება.სანქციების
ფორმალიზებას დღემდე არ
ახდენდნენ, იცოდნენ რა, რომ
ეს საკითხი მკვეთრად
ნეგატიურად აისახებოდა
ჩვენს საზოგადოებაზე.
ძალიან კარგად იციან, რომ
ბატონი ბიძინა
ივანიშვილის სანქცირება
ეს არის სამების ეკლესიის
მშენებლობის სანქცირება;
ეს არის ასობით
ეკლესია-მონასტრის
მშენებლობისა და
რეაბილიტაციის
სანქცირება.რას ვერ
პატიობენ ბატონ ბიძინა
ივანიშვილს? - ეს არის 2012
წელი, მაშინ როდესაც
დასავლეთში „დემოკრატიის
შუქურად“ მიჩნეული
სადისტური რეჟიმი
რეალურად საკუთარი
ქვეყნის ტანჯვით იყო
დაკავებული, ტერიტორიების
ჩაბარებითა და ასე შემდეგ,
აი, ეს რეჟიმი სამუდამოდ
პოლიტიკურ სანაგვეზე
მოისროლა“, - განაცხადა
მათიკაშვილმა.აშშ-ის
ხაზინის დეპარტამენტმა
„ქართული ოცნების“
დამფუძნებელსა და საპატიო
თავმჯდომარეს, ბიძინა
ივანიშვილს ფინანსური
სანქციები დაუწესა.