სამ თვეში ეს საწარმო
მოამზადეს
საპრივატიზაციოდ,
გაიტანეს აუქციონზე და 8,5
მილიონის საწესდებო
კაპიტალის საწარმო, სადაც 5
მილიონზე მეტი ოქროს
ნაკეთობები ინახებოდა,
გაყიდეს მილიონ ნახევარ
ლარად, - ამის შესახებ
2000-2004წლებში შპს "ეროვნული
ზარაფხანას" გენერალურმა
დირექტორმა, დავით
ლორთქიფანიძემ,
საქართველოს პარლამენტის
დროებითი საგამოძიებო
კომისიის სხდომაზე
განაცხადა.ლორთქიფანიძის
თქმით, "ზარაფხანა"
ფაქტობრივად რუსეთის
მოქალაქე კობა ნაყოფიას
აჩუქეს, რომელიც დღესაც
"ნაცმოძრაობის" ერთ-ერთი
ლიდერია. მან ხაზი გაუსვა
იმ ფაქტს, რომ "ეროვნული
ზარაფხანა" 2000-ლარიანი
საწესდებო კაპიტალის შპს-ს
გადასცეს."მაშინ ვთქვი,
ოქრო კარაქი ხომ არ არის,
მალფუჭებადი რომ იყოს, რას
აკეთებთ, რატომ ყიდით? -
მოკლედ, გაიყიდა ეს საწარმო
და რაოდენ საინტერესოა, რომ
ეს საწარმო ფაქტობრივად
აჩუქეს რუსეთის მოქალაქე
კობა ნაყოფიას, რომელიც
მაშინ ჩამოიყვანეს
რუსეთიდან. ნაყოფია დღესაც
არის "ნაციონალური
მოძრაობის" ლიდერი და
ერთ-ერთი დონორი. მაშინ
სამართლებრივად შპს-ს
დაფუძნებას სჭირდებოდა
2000-ლარიანი საწესდებო
კაპიტალი. სასწრაფოდ
დააფუძნეს შპს
საცხოვრებელი ბინის
მისამართზე და ამ
2000-ლარიანი საწესდებო
კაპიტალის შპს-ს მისცეს
საქართველოს ეროვნული
ზარაფხანა.[ოქროს
ნაკეთობების გარდა] იყო
მიწა და 4 სართულიანი
შენობა-ნაგებობა, სულ
დაახლოებით 30 000 კვადრატული
მეტრი. დიღომში მაშინდელი
კვადრატული მეტრის ფასი
რომ გადაიანგარიშოთ,
დაახლოებით 9-10 მილიონი
დოლარის იყო მარტო ეს
ყველაფერი და ასე ჩაიგდეს
ხელში მილიონ ნახევარ
ლარად," - განაცხადა დავით
ლორთქიფანიძემ.