დავით გაბაიძე - ამის გამკეთებელი პირები არიან ქართული სახელმწიფოს მტრები

Primetime.ge 2 კვირის წინ 30
დავით გაბაიძე - ამის გამკეთებელი პირები არიან ქართული სახელმწიფოს მტრები
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის თქმით, ის პირები, რომლებიც „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, არიან ქართული სახელმწიფოს მტრები.მისივე თქმით, აღნიშნულ ფაქტზე უნდა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელდეს რეაგირება.„თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, შავებში ჩაცმული პირები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ მოქალაქეებს და ჟურნალისტებს. ამის გამკეთებელი პირები არიან ქართული სახელმწიფოს მტრები.სამართალდამცავმა ორგანოებმა დაუყოვნებლივ უნდა განახორციელონ რეაგირება და მოხდეს შესაბამისი პირების პასუხისგებაში მიცემა“,- აცხადებს გაბაიძე, რომლის კომენტრასაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
სრულად წაიკითხეთ სტატია