ირაკლი ზარქუას
განმარტებით, "ერთიანი
ნეიტრალური საქართველოს"
მიმართვის საფუძველზე
დაწყებული გამოძიება
სახელმწიფოს წინააღმდეგ
საბოტაჟის, რევოლუციური თუ
კანონსაწინააღმდეგო
ქმედებებში ეჭვმიტანილი
ორგანიზაციების და მათი
საერთაშორისო, თუ
ადგილობრივი პარტნიორების
საქმიანობის შესწავლას და
ანალიზს ისახავს
მიზნად.მისი განცხადებით,
გამოძიება გამოავლენს
რომელი საერთაშორისო
ორგანიზაცია და მათი
ადგილობრივი პარტნიორები
იყვნენ ჩართულები ქვეყნის
საწინააღმდეგო
საქმიანობაში."სახელმწიფოს
წინააღმდეგ საბოტაჟის,
რევოლუციური თუ
კანონსაწინააღმდეგო
ქმედებებში ეჭვმიტანილი
ორგანიზაციების და მათი
საერთაშორისო, თუ
ადგილობრივი პარტნიორების
საქმიანობის შესწავლას და
ანალიზს ისახავს მიზნად.
წინ არის გამოძიება და
მოგვეცემა შესაძლებლობა
ნათლად დავინახოთ სურათი
რას ემსახურებოდა ეს
დაფინანსებები და რა იყო
მოტივი. ამერიკელმა
კოლეგებმა, ტრამპის
ადმინისტრაციამ გააშიშვლა
და ამხილა თუ რაში
იხარჯებოდა თანხები. მათ
კრიმინალებს და თაღლითებს
ეძახის. რას ხმარდებოდა ეს
თანხები? ეკლესიების,
რელიგიის, ადათ-წესების
საწინააღმდეგო ქმედებებს,
ლგბტ პროპაგანდას. ეს არის
ყველაფერი ის, რაც ქართველი
კაცისთვის მიუღებელია.
შესაბამისად, გამოძიების
საფუძველი არის. ყველა იყო
ჩართული უსამშობლოების
მეტი რა არის. დაველოდოთ
გამოძიებას და გავიგებთ,
რომელი საერთაშორისო
ორგანიზაციის
წარმომადგენლები და მათი
ადგილობრივი პარტნიორების
სახელი და გვარები იქნება
ცნობილი", - განაცხადა
ირაკლი ზარქუამ.