ესტონეთის საგარეო
საქმეთა მინისტრი მარგუს
ცაჰკნა სოციალურ ქსელში
გამოეხმაურა აშშ-ის
სახაზინო დეპარტამენტის
მიერ ბიძინა
ივანიშვილისთვის
სანქციების
დაწესებას.„დადგა დრო, რომ
ივანიშვილმა გადაიხადოს
საფასური საქართველოში
დემოკრატიული პროცესების
ძირის გამოთხრისთვის.
ესტონეთმა სანქციები
დააწესა მასზე და კიდევ 27
პირზე, ლეგიტიმური
პროტესტების ჩახშობით
ადამიანის უფლებების
დარღვევებში მონაწილეობის
გამო. მოხარული ვარ, რომ
სხვებიც იმავე გზას
მიჰყვებიან“, – წერს მარგუს
ცაჰკნა.„ქართული ოცნების“
საპატიო თავმჯდომარის,
ბიძინა ივანიშვილის
წინააღმდეგ სანქციების
დაწესების გადაწყვეტილება
აშშ-ის სახაზინო
დეპარტამენტის უცხოური
აქტივების კონტროლის
ოფისის (OFAC) ვებგვერდზე
გამოქვეყნდა. The time has come for Ivanishvili
to pay the price for undermining democratic processes in
Georgia.Estonia has sanctioned him & 27 other individuals due to their
participation in human rights violations by suppressing legitimate
protests in 🇬🇪. Glad to see others following suit.
https://t.co/cr176mAEym — Margus Tsahkna (@Tsahkna) December 27,
2024