საბერძნეთში, კუნძულ
კრეტაზე დააკავეს 62 წლის
ქალი, რომელმაც ჯადოს
მოხსნის მიზნით კორპუსის
დაწვა სცადა.ადგილობრივი
მედია წერს, რომ ქალმა
აალებადი სითხე ჯერ
კედლებს და კარებს შეასხა
შემდეგ კი სანთლებით
ცეცხლი წაუკიდა.კორპუსის
სხვა მაცხოვრებლებმა, ამ
ყველაფრის ფონზე, სწრაფად
იმოქმედეს და ცეცხლი
მალევე ჩააქრეს. „ჯადო
მაქვს გაკეთებული და მინდა,
რომ ცეცხლის დახმარებით
მოვხსნა“, - ამბობდა 62 წლის
ქალი.