ღმერთს გაუმარჯოსო ამბობს და სანთელი არ დაუნთია ცხოვრებაში... არავისთვის უთქვამს მაპატიეო... - რაზე საუბრობს შალვა ამონაშვილი

Primetime.ge 3 საათი წინ 4
ღმერთს გაუმარჯოსო ამბობს და სანთელი არ დაუნთია ცხოვრებაში... არავისთვის უთქვამს მაპატიეო... - რაზე საუბრობს შალვა ამონაშვილი
ჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი, აკადემიკოსი შალვა ამონაშვილი, „რუსთავი 2“-ის რუბრიკაში „მოკლედ“ ჟურნალისტ ეთო ნებიერიძის ბლიც-კითხვებს პასუხობს:„შენი თავის უნდა გჯეროდეს, როცა მარცხი მოგდის, ვიღაც გვერდით დგას, რომ გადაგარჩინოს, ღმერთი ყველაფერია, აი შენც ღმერთი ხარ ჩემთვის“- ვინ არის შალვა ამონაშვილი?- ერთის მხრივ, ვიცი ვინ არის შალვა ამონაშვილი, მაგრამ მეორეს მხრივ, არაფერი გამეგება ამ შალვა ამონაშვილისა, აი ასეთი მედალი ვარ, ერთის მხრივ, რაღაც მიცნობენ აქ, მეორე, არც მე ვიცნობ ჩემს თავს და არც არავინ მიცნობს.  ცელქი ბავშვი ვიყავი, ბევრი ხიფათიც გავიარე ამის გამო.  ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არის დედაჩემი, რომლისგანაც ვისწავლე სიყვარული.ღმერთი სიყვარულიაო ნათქვამია და ამით უნდა წავიდეთ მასთან. ღმერთი სიყვარულიაო ნათქვამია და ღმერთი ყველაფერია. ღმერთს გაუმარჯოს, იტყვის კაცი და სამი სანთელი არ დაუნთია, არავისთვის არ მიუტევებია და ღმერთს ადღეგრძელებს, ღმერთი ისედაც დღეგრძელია.- ცხოვრების მთავარი მიზანი?- რა არის ჩემი მიზანი. აი, ისე წავიდე, რომ საღი აზროვნება მქონდეს. აი სამი დღე მინდა უფალს ვთხოვო, სამი დღე ლოგინში ჩამაწვინე და მააზროვნე. აქ რომ ვიღაც დამიჯდება ქალი და რომ მომიყვება თავის უბედურ ტრაგედიას, გარეთ იცინის, არადა გულში რომ გავათავისუფლებ ამისგან გადის აქედან და ახალ სიცოცხლეს იწყებს. ხომ არის ცხოვრების შეცვლა? შენი თავის უნდა გჯეროდეს, გჯეროდეს, რომ თუ შენ არა, სხვა ამას ვერავინ გააკეთებს. შენი საქმე შენ  უნდა შექმნა და გააკეთო. გულში სეიფი მაქვს, ჩავკეტე და გასაღები გადავაგდე.- ამბავი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ- ამბავი, რომელიც არასოდეს დამავიწყდება არის, როგორ გავაცილე ჩემი მეუღლე, როგორ მიდიოდა და როგორც მისი მთრთოლარე ხელი, ნელა ჩამიცხრა ხელში.- როგორ გაიცანით მეუღლე?- მოვიდა ერთი ლამაზი გოგონა ჩემს პატარა კაბინეტში, პირველად შევხედე და ვთქვი, ამას ხელიდან არ გავუშვებ და არც გავუშვი 50 წელიწადი ხელიდან.- ყელსახვევი, რომელსაც სულ თან ატარებთ- ერთი ძალიან გამიცვდა, რომელიც სულ ხელში ეჭირა ბოლო დღეებში და გაცვდა ის, ისე გაიცრიცა , რომ ვეღარაფერი ვეღარ უშველის და ის დამაქვს თან. ეს მეორე იყო, რომელიც ძალიან უყვარდა, ბევრგან არის სურათებში, ახლა ეს ავიღე, მესამე სხვა მაქვს კიდევ, მისი სუნი ასდის ისევ.- მარცხი და მარცხის შიში.- როცა მარცხი მოგდის ვიღაც გვერდით დგას, რომ გადაგარჩინოს, თუ ყურს მიუგდებ, გამიგე?! როცა კაცი იხრჩობა, იქ ხელიც არის გამოწვდილი, მაგრამ ვერ ხვდები, როგორ გაიშვირო ეს ხელი, არა?!რას ურჩევდით მომავალ თაობას.- მიაყურადეთ თქვენი მშვენიერი ყურები, რას ამბობენ დედები, რას გთხოვენ მამები, რას ლაპარაკობს და ჩიფჩიფებს ბებია, პაპა რას ლაპარაკობს, ან ბრძენ ხალხს რა უთქვია. მიაყურადეთ ერთი და იმით იხელმძღვანელეთ, ვიდრე წიკამაკო რაღაც სიამოვნებებით. ნათქვამია, რომ სიბერესთან ერთად სიბრძნეც მოდისო, მაგრამ ვიღაცამ დაუმატა, ხანდახან სიბერე მარტო მოდისო, არ არის უბედურება ?! 
სრულად წაიკითხეთ სტატია