2024 წელს საქართველოში 43 971
ადამიანი გარდაიცვალა, რაც
1 215 ერთეულით (2.8%) მეტია 2023
წლის მაჩვენებელზე. ამის
შესახებ მონაცემებს
სტატისტიკის ეროვნული
სამსახური აქვეყნებს.6
მიზეზი, რის გამოც
საქართველოში ყველაზე
მეტი ადამიანი
იღუპება:სისხლის
მიმოქცევის სისტემის
დაავადებები - 18 159
ადამიანი;კლინიკური და
ლაბორატორიული
გამოკვლევებით
გამოვლენილი სიმპტომები,
ნიშნები და გადახრები
ნორმიდან, რომლებიც არ არის
შეტანილი სხვა რუბრიკებში -
9 558 ადამიანი;სიმსივნეები - 5
720 ადამიანი;სასუნთქი
სისტემის დაავადებები - 3 641
ადამიანი;ტრავმები,
მოწამვლები და გარეგანი
მიზეზების ზემოქმედების
ზოგიერთი სხვა შედეგი - 1 826
ადამიანი;საჭმლის
მომნელებელი სისტემის
დაავადებები - 1 307 ადამიანი.