გურია დიდად ტურისტულად დატვირთული მხარე არ არის – “მენაბდის მარანი”

News.ge 2 თვის წინ 27
გურია დიდად ტურისტულად დატვირთული მხარე არ არის – “მენაბდის მარანი”

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედში მოქმედი ეთნოგრაფიული სტილის მცირე სასტუმროს „მენაბდის მარანი“ დამფუძნებელი, ვახუშტი მენაბდე BM.GE-სთან სასტუმროს დატვირთულობაზე საუბრობს.
მისი ინფორმაციით, გურიის მხარე დიდად ტურისტული დატვირთულობით არ გამოირჩევა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მათ 8-ნომრიან სასტუმროში ქართველი და უცხოელი სტუმრები თანაბარი რაოდენობით სტუმრობენ.
„გურია დიდად ტურისტულად დატვირთული მხარე არ არის. ჩვენ ძირითადად სეზონურად ვმუშაობთ. დატვირთულობა პერიოდულობით გამოირჩევა. სასტუმროში ქართველი და უცხოელი სტუმრები თანაბარი პროპორციით გვსტუმრობენ. რა თქმა უნდა, ყველა სტუმარი ძალიან გვიხარია, მაგრამ განსაკუთრებით ქართველი სტუმრები.
ტურისტულ ობიექტში ერთი ღამით განთავსება, თავისი საუზმით 200-250 ლარამდე მერყეობს“,- აცხადებს მენაბდე.
სასტუმრო, რომელიც სტუმრებს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოურ ტურისტებს მასპინძლობს, გეგმავს მარნის მშენებლობას, რაც ღვინის წარმოების შესაძლებლობებს გააფართოებს. მარნის მშენებლობის დასრულების შემდეგ, მოთხოვნიდან გამომდინარე, გაფართოებას გეგმავს. კერძოდ, სასტუმროში მცირე ჯგუფების მასპინძლობაც იგეგმება.

სრულად წაიკითხეთ სტატია