ჯერ კიდევ მაისში
ვამბობდით, რომ ჩვენი
წინასაარჩევნო კამპანია
იქნებოდა ეროვნული დროშით
ხელში, სალომე
ზურაბიშვილის თამადობით
ოპოზიციის ხელში კი
იქნებოდა ლგბტ დროშა და ამ
სურათს ახლა ვხედავთ, -
განაცხადა „ხალხის ძალის“
აღმასრულებელმა მდივანმა
გურამ მაჭარაშვილმა
გადაცემაში "იმედი
LIVE".„სალომე ზურაბიშვილმა
არა მხოლოდ არაერთგზის
დაარღვია ქვეყნის
კონსტიტუცია, არამედ
ჩავიდა და გერმანიის
კანონმდებლობაც დაარღვია.
იქ დაიწყო წინასაარჩევნო
კამპანია, რაც გერმანიის
კანონმდებლობით
აკრძალულია.აქ მთავარი ის
არის, რომ მან მის
პატრონებს შეუსრულა
თხოვნა და დაიწყო საუბარი
მომავალ კოალიციასა და
მომავალ მთავრობაზე მაშინ,
როდესაც ჯერ არჩევნები არ
ჩატარებულა.„ნაცმოძრაობის“
პრეზიდენტმა
ზურაბიშვილმა,
პრაქტიკულად კიდევ ერთხელ
გაშიფრა ის სქემა, რა
სქემისთვისაც ემზადებიან
უცხოელები და აქაური
ოპოზიციის
წარმომადგენლები.აშშ-ს
საელჩომ გამოაქვეყნა
თავის ვებ გვერდზე ის
სურათი და ამოწია
„საერთაშორისო
გამჭვირვალობა
საქართველოს“ თემა, რაშიც
თავად აქვს მონაწილეობა
მიღებული. ამ თმაზე მათ
არათუ ბოდიში მოიხადა,
არამედ პირიქით
დააწინაურეს ის
ადამიანი.ერთის მხრივ აშშ-ს
საელჩო, რომელმაც დაიწყო
საუბარი გაყალბებაზე,
მეორეს მხრივ გვარამია
გამოდის და ამბობს, რომ რა
მნიშვნელობა აქვს რა
შედეგებს დადებს ცესკო,
მთავარია მე რას ვიგრძნობ
ტანითო და გამოდის
გერმანიაში სალომე
ზურაბიშვილი და საუბრობს
უკვე კოალიციური
მთავრობის
ჩამოყალიბებაზე,“- აღნიშნა
გურამ მაჭარაშვილმა.