გურამ მაჭარაშვილი: შოლცის პარტიამ წააგო, მაკრონის პარტიამაც წააგო, მმართველი ხელისუფლების პარტიებმა წააგეს ევროპაში. ევროპელი საზოგადოება არ არის მომხრე ოჯახური სიწმინდეების საწინააღმდეგო კანონების

Primetime.ge 2 თვის წინ 76
გურამ მაჭარაშვილი: შოლცის პარტიამ წააგო, მაკრონის პარტიამაც წააგო, მმართველი ხელისუფლების პარტიებმა წააგეს ევროპაში. ევროპელი საზოგადოება არ არის მომხრე ოჯახური სიწმინდეების საწინააღმდეგო კანონების
სასიხარულოა, რომ მათ [საქართველოს მოქალაქეებს] ესმით, რომ ევროპული ღირებულება არ არის ომი, არამედ - მშვიდობაა. ევროპული ღირებულება არ არის ლგბტ პროპაგანდა და არის ოჯახური სიწმინდე, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“.წამყვანმა დეპუტატს ჰკითხა, რა რეაქცია აქვს საზოგადოებას, როდესაც ევროპელი პოლიტიკოსებისგან ისმენს, რომ მმართველი გუნდის დღევანდელი პოლიტიკით ევროპის კარი იხურება ქვეყნის წინაშე.„ჩვენ ძალიან ხშირად დავდივართ საზოგადოებაში და მინდა ვთქვა, რომ გულსატკენია, როდესაც ზოგიერთი ევროპელი კოლეგა ასე საუბრობს, მაგრამ მეორეს მხრივ, ძალიან კარგად ახსოვთ ევროპარლამენტის არჩევნები და ფიქრობენ, რომ კარგია, როდესაც ევროპაში ფიქრობენ ასე და არა ისე, როგორც მაგალითად მიხაელ როთი, რომელიც ლგბტ პროპაგანდის ერთ-ერთი მეთაურია ქართულ ოპოზიციაში. შოლცის პარტიამ წააგო, მაკრონის პარტიამაც წააგო, მმართველი ხელისუფლების პარტიებმა წააგეს ევროპაში. ევროპელი საზოგადოება არ არის მომხრე ოჯახური სიწმინდეების საწინააღმდეგო კანონების და ეს ხალხს ძალიან კარგად ესმის საქართველოში. სასიხარულოა, რომ მათ [საქართველოს მოქალაქეებს] ესმით, რომ ევროპული ღირებულება არ არის ომი, არამედ - მშვიდობაა. ევროპული ღირებულება არ არის ლგბტ პროპაგანდა და არის ოჯახური სიწმინდე“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია