სალომე ზურაბიშვილი
ისტორიაში დარჩება, როგორც
საქართველოს ყველაზე
მოღალატე პრეზიდენტი, -
განაცხადა პარტია „ხალხის
ძალის“ აღმასრულებელმა
მდივანმა, დეპუტატმა გურამ
მაჭარაშვილმა „The Hill-ის“
სტატიის ჩასწორებაზე
საუბრისას.„ზურაბიშვილმა
რაც არ უნდა
ჩაასწორ-ჩამოასწოროს
განცხადებები, ის
ისტორიაში მაინც დარჩება,
როგორც საქართველოს
ყველაზე მოღალატე
პრეზიდენტი.
განცხადებებში პირდაპირ
ამბობდა და ამბობს, რომ
მისი პატრონები არიან
უცხოეთში და მას
ლეგიტიმაცია აქვს
უცხოეთიდან“, - აღნიშნა
მაჭარაშვილმა.გამოცემა
„ჰილის“ სტატიაში
ზურაბიშვილის ციტატა
საპირისპირო კონტექსტით
ჩასწორდა. მსოფლიო პრესის
წარმომადგენლის მხრიდან
მსგავსი ქმედება კი ეჭვებს
აჩენს თბილისში, მითუმეტეს,
რომ ცვლილება
ზურაბიშვილის გზავნილის
მწვავე კრიტიკას მოჰყვა.