ჩვენ ვხედავთ, რომ
პროკურატურაში საქმეების
აღძვრამ ოპოზიციას
გაყალბებასთან
დაკავშირებით პრაქტიკულად
ყოველგვარი არგუმენტი
გამოაცალა, - აცხადებს
დეპუტატი, „ხალხის ძალის“
აღმასრულებელი მდივანი
გურამ მაჭარაშვილი.„თქვეს,
გამოვიძიოთო. ამ დროს
პროკურატურამ თქვა -
მობრძანდით და მოიტანეთ
მტკიცებულებები. ესენი კი
ამბობენ - არა, თქვენ
მოძებნეთ მტკიცებულებები.
პროკურატურამ რა
მტკიცებულებები უნდა
მოძებნოს? თუ შენ ამბობ, რომ
გაყალბდა, მაშინ შენ უნდა
მიიტანო მტკიცებულება“, -
აცხადებს მაჭარაშვილი.