პარტია „ხალხის ძალის“
აღმასრულებელი მდივანი
გურამ მაჭარაშვილი
უკრაინის ირგვლივ
განვითარებულ მოვლენებს
მედიასთან ეხმიანება.
დეპუტატი აღნიშნავს, რომ
უკრაინისთვის არავის
უკითხავს სურდა თუ არა ომის
დაწყება, ჰქონდა თუ არა
სურვილი სამშვიდობო
მოლაპარაკებები დაეწყო
რუსეთთან.„აშშ-ს
დღევანდელი პრეზიდენტის
პოლიტიკა რეალობაზეა
დამყარებული და ამ
რეალობაზე ჩვენ
ვსაუბრობდით 2 წლის წინ“-
აღნიშნა გურამ
მაჭარაშვილმა და განმარტა,
რომ რუსეთ-უკრაინის ომი
გლობალური ომის პარტიის
წამოწყებულია და ამას
დონალდ ტრამპის და
ზელენსკის განცხადებებიც
ადასტურებს, როდესაც ორივე
მათგანი ამბობს, რომ აშშ-ს
მხრიდან უკრაინისთვის
გამოყოფილი 176 მილიარდი
დოლარიდან არ იციან სად
დაიხარჯა 100 მილიარდი,
რადგან ზელენსკის თქმით,
უკრაინამ აშშ-სგან მხოლოდ 76
მილიარდი დოლარი
მიიღო.„ომი რომ დაიწყო,
უკრაინას კითხეს ეს უნდოდა
თუ არა? როდესაც ომის
დაწყებიდან რამდენიმე
კვირაში უკრაინასა და
რუსეთს შორის სამშვიდობო
გზით შეთანხმებაზე იყო
საუბარი, კითხეს უკრაინას?
ბორის ჯონსონი რომ ჩავიდა
და ზელენსკის უთხრა - ახლა
არ შეთანხმდები და ომს
გააგრძელებო. აი, ეს არის
მოცემულობა. ამას
ვამბობდით ჩვენ, რომ ეს ომი
მხოლოდ უკრაინისთვის და
რუსეთისთვის არ იყო. ეს ომი
იყო სწორედ იმ, გლობალური
ომის პარტიის მხრიდან
წამოწყებული და ეს
დადასტურდა ზელენსკისა და
ტრამპის განცხადებებით.
ორივე მათგანი ამტკიცებს,
რომ 176 მილიარდი გადაირიცხა
ამერიკიდან უკრაინის
დასახმარებლად და
ზელენსკი ამბობს, რომ მიიღო
76. 100 მილიარდი სად წავიდა
არც ამერიკის და არც
უკრაინის პრეზიდენტმა არ
იცის - აი, ეს არის რეალობა.
აშშ-ს დღევანდელი
პრეზიდენტის პოლიტიკა
რეალობაზეა დამყარებული
და ამ რეალობაზე ჩვენ
ვსაუბრობდით 2 წლის წინ,“-
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.