ეს პროცესი იქნება მსგავსი
ნიურნბერგის პროცესის, -
განაცხადა 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირების
საქმიანობის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
მუშაობის შესახებ
საუბრისას კომისიის
წევრმა, „ხალხის ძალის“
აღმასრულებელმა მდივანმა
გურამ მაჭარაშვილმა.მისი
შეფასებით, ეს კომისია
დაასრულებს კოლექტიურ
ნაცმოძრაობას ქართულ
პოლიტიკაში.„ეს პროცესი
იქნება მსგავსი
ნიურნბერგის პროცესის,
რომელმაც თავის დროზე
გერმანიაში დაასრულა
ნაციონალ-სოციალისტური
პარტიის, როგორც ფაშისტური
რეჟიმის არსებობა და მაშინ
ამოისუნთქა გერმანიამ.
მანამდე იყო უბედურებები
და არა მხოლოდ გერმანიაში,
ეს ყველამ კარგად იცის.
მსგავსად იმ პროცესისა,
საქართველოშიც ეს კომისია
თავისი დასკვნით და
შემდგომ უწყებების
გადაწყვეტილებით
დაასრულებს კოლექტიურ
ნაცმოძრაობას ქართულ
პოლიტიკაში“, - განაცხადა
გურამ
მაჭარაშვილმა.დროებითი
საგამოძიებო კომისიის
პირველი საორგანიზაციო
სხდომა დღეს გაიმართება.