საპროცედურო საკითხთა და
წესების კომიტეტის
სხდომაზე გურამ
მაჭარაშვილმა რეგლამენტში
ცვლილებებთან
დაკავშირებით
კანონპროექტი წარადგინა,
რის შესახებაც გადაცემაში
„დღის ქრონიკა“ ვრცლად
ისაუბრა.დეპუტატის თქმით,
წინა მოწვევის
პარლამენტის რეგლამენტში
არსებობდა დათქმა
პოლიტიკურ ჯგუფებთან
დაკავშირებით, რამაც
საკმაოდ ეფექტურად
იმუშავა. მისი თქმით,
პოლიტიკური ჯგუფების
ეფექტურობიდან
გამომდინარე, გამოდის
ინიციატივით ამ მოწვევის
პარლამენტის
მრავალფეროვნებისთვის,
რეგლამენტში იმავე დათქმა
იყოს ჩაწერილი.„წინა
მოწვევის პარლამენტში
არსებობდა შესაძლებლობა,
რომ დეპუტატები, რომლებიც
დატოვებდნენ სიას,
რომლითაც შევიდნენ
პარლამენტში, ჰქონდათ
შესაძლებლობა შეექმნათ
პოლიტიკური ჯგუფები და
საკმაოდ ეფექტურად
მუშაობდა ეს მექანიზმი.
„ხალხის ძალის“ წევრების
მიზანია პარლამენტში
პოლიტიკური ჯგუფის
შექმნის შესაძლებლობა
მიეცეს პარლამენტის იმ
წევრებს, რომლებიც
იქნებიან ამ შემთხვევაში
უპარტიოები, აღარ იქნებიან
არცერთი პარტიის წევრი, იმ
პარტიის წევრები, ვისი
სიითაც შევიდნენ
პარლამენტში, შექმნან
პოლიტიკური ჯგუფი. მინიმუმ
7, ისევე როგორც ფრაქციის
შექმნის დროს, პარლამენტის
წევრი უნდა იყოს რომ
შექმნას პოლიტიკური ჯგუფი.
დანარჩენი ტექნიკური
დეტალები რეგლამენტში
არის გაწერილი. ძირითადი
პრინციპული მიზანი ამ
ინიციატივის არის ის, რომ
პოლიტიკური სპექტრი იყოს
ეფექტური უფრო
საქართველოს პარლამენტში
იმისათვის, რომ პარლამენტი,
როგორც პოლიტიკური ორგანო
იყოს ეფექტური. წინა
მოწვევაში ამ პროექტმა
საკმაოდ კარგად იმუშავა და
გვინდა, რომ ამ მოწვევაშიც
ასეთი ტიპის რეგულაციები
არსებობდეს“, - აღნიშნა
მაჭარაშვილმა.