გურამ მაჭარაშვილი: გუშინდელი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ გაუთავებელი შანტაჟი მოლაპარაკებების განხსნასთან დაკავშირებით დასრულდეს. ევროინტეგრაციაზე უარი არავის უთქვამს

Primetime.ge 3 კვირის წინ 31
გურამ მაჭარაშვილი: გუშინდელი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ გაუთავებელი შანტაჟი მოლაპარაკებების განხსნასთან დაკავშირებით დასრულდეს. ევროინტეგრაციაზე უარი არავის უთქვამს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი, „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას, ხელისუფლების პოზიციას ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ განმარტავს.მისი თქმით, ევროკავშირზე უარი არავის უთქვამს და 2028 წლამდე ხელისუფლება გააგრძელებს ყველა იმ ვალდებულებების შესრულებას, რომელსაც ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გულისხმობს. გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ვერავინ იტყვის, რომ ამ გზაზე რაიმე შეფერხება აქვს ქვეყანას.„გუშინდელი განაცხადი ნიშნავს იმას, რომ გაუთავებელი შანტაჟი მოლაპარაკებების განხსნასთან დაკავშირებით და ამ მექანიზმის გამოყენება იმისთვის, რომ მოლაპარაკებებს არ გაგიხსნი, მანამ სანამ არ გააუქმებ ოჯახური ღირებულებების დაცვის კანონს, ანუ არ დააკანონებ კაცების გათხოვებას, არ გაგიხსნი მოლაპარაკებებს მანამ სანამ არ გააუქმებ გამჭვირვალობის კანონს ანუ არ მისცემ საშუალებას „ენჯეოებს“ შავი ფული ხარჯონ აი ეს შანტაჟი, რომ დასრულდეს, სწორედ ამას ემსახურება ჩვენი განაცხადი“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
სრულად წაიკითხეთ სტატია