პარლამენტში 2003-2012 წლებში
მოქმედი რეჟიმისა და
რეჟიმის პოლიტიკური
თანამდებობის პირთა
საქმიანობის შემსწავლელი
პარლამენტის დროებითი
საგამოძიებო კომისიის
სხდომაზე, სადაც კომისიის
წევრები ბესიკ ხარძიანის
გახმაურებულ საქმესთან
დაკავშირებით, მის შვილს
ბესო ხარძიანს კითხავენ,
კომისიის წევრმა
დეპუტატმა გურამ
მაჭარაშვილმა მისი
მისამართით კითხვები
დასვა.დეპუტატი
დაინტერესდა მაშინდელი
სახალხო დამცველი გიორგი
ტუღუში თუ დაინტერესებულა
ბესიკ ხარძიანის ამბით და
თუ ჰქონდა კომუნიკაცია მას
ან მის წარმომადგენელს
მასთან.„ორი კონკრეტული
კითხვა მექნება ბატონო
ბესო. თქვენ თქვით, რომ
მამათქვენის ეს
კონკრეტული ისტორია
დაიწყო 2006 წელს. მოთხოვნილი
იქნა თანხა, რომელიც
გასაგებია, რომ
მამათქვენმა მიიტანა. ამის
შემდეგ თქვენ იხსენებთ 2011
წელს, როდესაც მამათქვენს
ვარაზისხევში დახვდნენ,
იძალადეს მასზე და
მოსთხოვეს ის, რაც
მოსთხოვეს.საინტერესო აქ
რა არის საზოგადოებისთვის?
2006 წელს მოთხოვნილი 5
მილიონის გადახდის შემდეგ,
2011 წლამდე რამეს სთხოვდნენ
და არ აკეთებდა? ამის გამო
დახვდნენ ვარაზისხევში,
სადაც გაუსწორდნენ
ფიზიკურად იმიტომ, რომ მას
ვითომ ნარკოტიკები ჰქონდა
მიღებული თუ რა ხდებოდა?
ანუ რამე იყო მოთხოვნილი,
რაც არ შეასრულა და ეს
გახდა მიზეზი ფიზიკური
ძალადობის?ასევე
გასაგებია, რომ
მამათქვენის ამბავი
აუცილებლად ცნობილი უნდა
ყოფილიყო მაშინდელი
სახალხო დამცველისთვის.
მაინტერესებს ერთხელ თუ
მაინც იყო სახალხო
დამცველი ან მისი
წარმომადგენელი შესული
მამათქვენთან და მოიკითხა
მისი ამბავი. ცნობისთვის
მაშინ სახალხო დამცველი
გიორგი ტუღუში გახლდათ,“-
განაცხადა გურამ
მაჭარაშვილმა.გურამ
მაჭარაშვილის პასუხად
ბესო ხარძიანმა აღნიშნა,
რომ მის მამას მაშინდელი
სახალხო დამცველი გიორგი
ტუღუში თვალითაც არ
უნახავს. რაც შეეხება
ქონების დათმობასთან
დაკავშირებულ კითხვას,
ბესო ხარძიანის თქმით, მის
მამაზე ზეწოლა იმიტომ
დაიწყო წინა ხელისუფლებამ,
რომ იცოდნენ, ნებაყოფლობით
ქონებას ვერ
დაათმობინებდნენ.