დაკავებებს აპროტესტებს
ოპოზიცია. ხელისუფლების
ოპონენტები რეპრესიებზე
საუბრობენ და ამტკიცებენ,
რომ ამით "ქართული ოცნება"
ვერაფერს მიაღწევს.გურამ
მაჭარაშვილის
განცხადებით, ოპონენტებმა
თავად აღიარეს პროცესში
მონაწილეობა და
ტერორისტული აქტის
მომზადება სახელმწიფოს
წინააღმდეგ არავის
ეპატიება."ეს ადამიანები
თვითონ აღიარებენ, რომ
მონაწილეობენ ამ
პროცესებში. რა თქმა უნდა,
შესაბამისი უწყებები
მიხედავენ ამ პროცესს და
მერე სასამართლო
შესაბამის
გადაწყვეტილებასაც
გამოიტანს. აქედან
გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ,
რომ არავის არ ეპატიება
ხელისუფლების ძალადობრივ
დამხობაში მონაწილეობა,
არავის არ ეპატიება
ტერორისტული აქტის
მომზადება", - განაცხადა
გურამ მაჭარაშვილმა.