გურამ თამაზაშვილის სახელობის ხალხური და ქართველი კომპოზიტორების სიმღერების კონკურს-ფესტივალი გაიმართა

Primetime.ge 1 დღე წინ 12
გურამ თამაზაშვილის სახელობის ხალხური და ქართველი კომპოზიტორების სიმღერების კონკურს-ფესტივალი გაიმართა
ქობულეთში გურამ თამაზაშვილის სახელობის ხალხური  და  ქართველი  კომპოზიტორების სიმღერების კონკურს-ფესტივალი გაიმართა.ფესტივალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი, ქობულეთის მერის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი ცეცხლაძე და აჭარის მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.ქართული ვოკალური მუსიკის ერთ-ერთ გამორჩეული წარმომადგენლის, გურამ თამაზაშვილის სახელობის ფესტივალი, ქობულეთის მერიის ორგანიზებით 2018 წლიდან იმართება.ფესტივალის მიზანია ქობულეთში ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მხარდაჭერა. ასევე, ქართველი კომპოზიტორების შემოქმედების პოპულარიზაცია.
სრულად წაიკითხეთ სტატია