სვანეთში ტრაგიკულად
დაღუპულ ნიკოლოზ ფალიანს
ცნობილმა პოეტმა, მიხეილ
გელაძემ ემოციური ლექსი
მიუძღვნა.(არავის ეგონოს
სვან ვაჟკაცს, გულიან და
შეუპოვარ ქართველს - ნიკო
ფალიანს აჭარის მთები არ
დასტიროდნენ)სად გაგონილა
მთების
მუხლმოყრა,სამსჯავროზე
ჰყავთ მწვერვალი უშბა,რად
არ ჩაიკრა გულში
მთამსვლელი,ნიკო ფალიანს
ხელი უშვა?!რად არ შეასხა
ფრთები მთავაჟკაცს,მას ხომ
უყვარდა, უყვარდა
უშბა,როგორ არ შერცხვა
სვანური ქუდისდა ღრმა
უფსკრულში რად
გადაუშვა?!ბინდით მოცულა
მთელი სვანეთი,ყინულის
ლოდად ქცეულა უშბა,გმინავს
ფშაველი, ოხრავს
ხევსური,ცხარე ცრემლები
დაღვარა თუშმა.დგანან
კოშკები შავარშიანი,მათ
ისევ ცერად დაჰყურებს
უშბა,რას უპასუხებს, რა
უნდა უთხრას,ბუნების წესით
მუდამ პირქუშმა.სულ არ
მინდოდა შენი
სიკვდილი,ჩემი წესია კლდედ
ვიდგე უშბა –პასუხობს
თხემი, ქედი და
წვერო,ნანობს „კლდის
ვეფხვი“ რომ
დაეკუშტა.გულში ჩაიკრავს
სვანეთი მთაკაცს,ცრემლად
იწვეთებს თეთნულდი,
უშბა,დაიბადება ვეფხვის
ბოკვერი,მთის სიყვარულმა
ვერსად გაუშვა.სად
გაგონილა მთების
მუხლმოყრა,რად გარინდულა
მწვერვალი უშბა?!დროშა
უპყრია ნიკო
ფალიანს,აღმართა ზეცად,
ძირს არ დაუშვა. მიხეილ
გელაძე. ბათუმი, 24. 05. 2025
წელი“…