საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, რთული
მეტეოროლოგიური პირობების
(ქარბუქი, ნამქერები და
შეზღუდული ხილვადობა) გამო,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის
საავტომობილო გზის
გუდაური(ფოსტა)-კობის
მონაკვეთზე, დროებით
იზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.გარემოს
ეროვნული სააგენტოს
ცნობით, მლეთა-გუდაურის და
სტეფანწმინდა-ლარსის
მონაკვეთებზე,
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
განხორციელდება
გაუჩერებლად გავლის
რეჟიმში.