საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის
საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე
მდებარე გორის
საავტომობილო გვირაბში,
გეგმიური პროფილაქტიკური
სამუშაოების ჩატარების
მიზნით, 2025 წლის 21 ივლისის 23:00
სთ-დან 22 ივლისის 07:00 სთ-მდე
და 22 ივლისის 23:00 სთ-დან 23
ივლისის 07:00 სთ-მდე გვირაბის
სენაკი-თბილისის, ხოლო 23
ივლისის 23:00 სთ-დან 24 ივლისის
07:00 სთ-მდე და 24 ივლისის 23:00
სთ-დან 25 ივლისის 07:00 სთ-მდე
გვირაბის თბილისი-სენაკის
მიმართულებებზე
შეიზღუდებაყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.საავტომობილო
გვირაბის სენაკი-თბილისის
მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის
ნაკადი გადაერთვება
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის
გვირაბების შემოსავლელ
საავტომობილო
გზაზე.საავტომობილო
გვირაბის თბილისი-სენაკის
მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის
ნაკადი გადაერთვება
გვირაბის სენაკი-თბილისის
მიმართულებაზე და
სენაკი-თბილისის
მიმართულება გადაერთვება
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის
გვირაბების შემოსავლელ
საავტომობილო გზაზე.