საქართველოს
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით,
საერთაშორისო
მნიშვნელობის
თბილისი–სენაკი–ლესელიძის
საავტომობილო გზის 88-ე კმ-ზე
მდებარე გორის
საავტომობილო გვირაბში,
გეგმიური პროფილაქტიკური
სამუშაოების ჩატარების
მიზნით, 2025 წლის 28 მაისის 23:00
სთ-დან 29 მაისის 03:00 სთ-მდე
გვირაბის სენაკი-თბილისის,
ხოლო 29 მაისის 03:00 სთ-დან 07:00
სთ-მდე გვირაბის
თბილისი-სენაკის
მიმართულებებზე
შეიზღუდება ყველა სახის
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა.საავტომობილო
გვირაბის სენაკი-თბილისის
მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის
ნაკადი გადაერთვება
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის
გვირაბების შემოსავლელ
საავტომობილო
გზაზე.საავტომობილო
გვირაბის თბილისი-სენაკის
მიმართულების ჩაკეტვის
პერიოდში ავტოტრანსპორტის
ნაკადი გადაერთვება
გვირაბის სენაკი-თბილისის
მიმართულებაზე და
სენაკი-თბილისის
მიმართულება გადაერთვება
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის გორის
გვირაბების შემოსავლელ
საავტომობილო გზაზე.