გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
გზაზე მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის მოძრაობა
აკრძალულია.ინფორმაციას
საქართველოს რეგიონული
განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროს საავტომობილო
გზების დეპარტამენტი
ავრცელებს.„ინტენსიური
თოვის და ლიპყინულის გამო,
შიდასახელმწიფოებრივი
მნიშვნელობის
გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის
საავტომობილო გზაზე,
დროებით იზღუდება
მისაბმელიანი და
ნახევრადმისაბმელიანი
ავტოტრანსპორტის
მოძრაობა, ხოლო დანარჩენი
სახის ავტოტრანსპორტის
გადაადგილება
თავისუფალია“, –
აღნიშნულია ინფორმაციაში.