მთავრობის განკარგულებით,
ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე, გალის
რაიონის სოფელ საბერიოში,
ხანძრის შედეგად
დაღუპულთა ხსოვნის
პატივსაცემად, 2025 წლის 9
იანვარი საქართველოში
გლოვის დღედ
გამოცხადდა.გლოვის
დღესთან დაკავშირებით,
შინაგან საქმეთა
სამინისტროს ყველა
ადმინისტრაციულ შენობაზე
სახელმწიფო დროშები
დაშვებულია.ოკუპირებული
აფხაზეთის ტერიტორიაზე,
გალის რაიონის სოფელ
საბერიოში, ხანძარს 5
ბავშვის სიცოცხლე
ემსხვერპლა.