გლდანის მეშვიდე
მიკრორაიონის N10 კორპუსთან
სკვერის რეაბილიტაცია
მიმდინარეობს, – ამის
შესახებ თბილისის მერმა
კახა კალაძემ
მუნიციპალიტეტის
მთავრობის დღევანდელ
სხდომაზე
განაცხადა.მისივე თქმით,
სამუშაოები 1 000 კვადრატულ
მეტრამდე ფართობზე
ტარდება.„ტერიტორიაზე
ეწყობა მოსასვენებელი
პავილიონი, ბავშვთა
გასართობი და
ფიტნესზონები, მონტაჟდება
გარე განათებისა და
სარწყავი სისტემები,
ჩატარდება გამწვანების
სამუშაოები. აღნიშნული
სამუშაოებისთვის
გამგეობის ბიუჯეტიდან 300
000-მდე ლარი დაიხარჯება“, –
განაცხადა კახა
კალაძემ.მანვე აღნიშნა, რომ
გლდანში, პატარა ტბის
მიმდებარედ წყალარინების
ქსელის და სატუმბის
სადგურის მშენებლობა
მიმდინარეობს.„გლდანის
გამგეობამ მნიშვნელოვანი
პროექტის განხორციელება
დაიწყო პატარა ტბის
მიმდებარე ტერიტორიაზეც.
კერძოდ, წყალარინების
ქსელისა და სატუმბი
სადგურის მშენებლობა.
პროექტის
განსახორციელებლად,
დაახლოებით, ნახევარ
მილიონ ლარამდე
დაიხარჯება“, – განაცხადა
კახა კალაძემ.