რაც შეეხება დეპუტატებს,
გახარიამ ისიც ახსენა
ახსნა-განმარტების დროს აქ
მახსოვს, რომ მე
ვასულიერებდი მათო.
გულწრფელად ვამბობ, მე მისი
მოსულიერებული არავინ
მინახავს, არც მისი ყავით
და წყლით გამასპინძლებული,
მაგისთვის ეცალა?! იქ
უბრალოდ მაგისი არც დრო იყო
და არც სიტუაცია, -
განაცხადა გიორგი ჭოლაძემ,
საგამოძიებო კომისიაზე 2019
წლის 20 ივნისს თბილისში
განვითარებულ მოვლენებთან
დაკავშირებით საუბრისას,
რომელიც იმჟამად
პრემიერ-მინისტრის, მამუკა
ბახტაძის, აპარატის
ხელმძღვანელის მოვალეობას
ასრულებდა.გიორგი ჭოლაძის
განცხადებით, როდესაც
სროლა დაიწყო სოზარ სუბარი
შემოვარდა ოთახში სადაც
გიორგი გახარია
იმყოფებოდა და ჰკითხა თუ რა
უბედურებას აკეთებდა,
რაზეც გახარიამ მიუგო, რომ
„ოპო ტელევიზიები“ ძველ
კადრებს
ატრიალებდნენ.„ოთახ-ოთახ
დავრბოდიო, არც ოთახ-ოთახ
მისი სირბილი არ მინახავს,
მე ოთახ-ოთახ ვნახე როგორ
დარბოდა სოზარ სუბარი. იმ
ოთახიდან ძალიან ცუდად
ჩანდა ის მიმდინარე
პროცესები, სოზარი გადიოდა
მახსოვს და იყურებოდა იქ რა
ხდებოდა. ერთი მომენტიც
მახსოვს უკვე სროლა რომ
დაიწყო, სოზარ სუბარი
შეშლილი სახით შემოვარდა
და უთხრა რა შვრები, რა
უბედურებააო და აგდებულად
უპასუხა გახარიამ ეგ ძველი
კადრებია, ოპო ტელევიზიები
ძველ კადრებს ატრიალებენო.
იქ ისეთი ხალისიანი
განწყობა ჰქონდა გახარიას,
არ ეტყობოდა რომ რამეზე
დარდობდა გარეთ“, -
განაცხადა გიორგი ჭოლაძემ.