გიორგი წეროძე: რუსეთი იმარჯვებს ომში – ამაზე დიდი იდიოტიზმი პროპაგანდით მოწამლულ ქართველ რუსეთუმეს არასდროს არ უთქვამს. ვნახოთ სად, ან როგორ “იმარჯვებს” რუსეთი გეოპოლიტიკურ რუკაზე

News.ge 7 საათი წინ 8
გიორგი წეროძე: რუსეთი იმარჯვებს ომში – ამაზე დიდი იდიოტიზმი პროპაგანდით მოწამლულ ქართველ რუსეთუმეს არასდროს არ უთქვამს. ვნახოთ სად, ან როგორ “იმარჯვებს” რუსეთი გეოპოლიტიკურ რუკაზე

 საქართველოს პრეციზიული სროლის ფედერაციის მმართველი საბჭოს წევრი გიორგი წეროძე:

იმარჯვებს ომში – ამაზე დიდი იდიოტიზმი პროპაგანდით მოწამლულ ქართველ რუსეთუმეს არასდროს არ უთქვამს. მოდი ვნახოთ სად, ან როგორ “იმარჯვებს” რუსეთი გეოპოლიტიკურ რუკაზე.
▪️რუსები გაყარეს სირიიდან. ხმელთაშუა ზღვაზე მათ აღარანაირი ბერკეტი აღარ აქვთ.
▪️რუსები პანღურით გააგდეს ბალტიის ზღვიდან. ბოლო მოქმედებებით კალინინგრადის და პეტერბურგის ბაზები ფაქტიურად ბლოკირებულია.ბალტიის ზღვა თავისუფლად შეიძლება ითქვას რომ ნატოს სრული კონტროლის ქვეშაა.
▪️რუსეთის შავი ზღვის ფლოტის დიდი ნაწილი განადგურებულია,მცირე ნაწილი ან ამორტიზებული ან უფუნქციოდ გადამალული. ყირიმში მდებარე ბაზები ფაქტიურად უფუნქციო და მუდმივი დაბომბვის ქვეშ.
▪️Რუსები გაყარეს ყარაბახიდან ისე,რომ თავისივე შექმნილი ოდკბ-ს წესები არ დაიცვა და მოკავშირეს არ დაეხმარა.
▪️რუსებმა დაკარგეს ყაზახეთი და ის თავისი პოლიტიკური გავლენებით ჩაანაცვლა ჩინეთმა. იგივე მოხდება მალე შუა აზიის სხვა ქვეყნებშიც სადაც რუსები დიდი ხანია აღარ არიან.
▪️რუსები ბლოკადაში არიან დნესტრისპირეთში. იმ ქვედანაყოფებს,რომლებიც იქ არიან ფაქტიურიად მიშლილი აქვს ყველა ლოგისტიკური კვანძი.
▪️რუსებს მალე გაყრიან სომხეთიდან,სადაც ახლა აქტიურად მიმდინარეობს რუსული სპეცსამსახურების ორი მთავარი საყრდენის,სომხურ ეკლესიაში ჩანერგილი აგენტურის და ე.წ. ყარაბახული პოლიტიკური კლანის წმენდა.
▪️რუსების ერთერთი მთავარი მოკავშირე ირანი გადაბომბილი და დემორალიზებულია. მოშლილია მათი ბირთვული პროგრამა.განადგურებულია ბაზები და ლაბორატორიები. ასევე განადგურებულია მათი ორი მთავარი პროქსი ორგანიზაციის “ჰესბოლას” და “ჰამასის” პირადი შემადგენლობის და ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი. ირანი ვეღარ აწვდის რუსებს საჭირო რაოდენობის საბრძოლო დანიშნულების პროდუქციას.
▪️ეკონომიკურ ბლოკადაშია რუსების მოკავშირე ბელარუსი.
▪️მთავარი მიზანი,ნატოს საზღვრების არდაშვება რუსეთის საზღვართან არათუ მიღწეულია,არამედ პირიქით, რუსეთმა შვედეთის და ფინეთის ნატოში გაწევრიანებით ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახალი, 1500კილომეტრიანი პირდაპირი საზღვარი მიიღო ნატოსთან.რაც იმას ნიშნავს რომ საზღვრების საერთო დისტანცია გაორმაგდა.
▪️-მ ევროპაში დააბრუნა ბირთვული არსენალი.
▪️ევროპის ყველაზე “პაციფისტური” ქვეყნები გამალებული მილიტარიზაციის პროცესში არიან და პარალელურად ეხმარებიან ს.
▪️გერმანია,რომელსაც საერთოდ არ ქონია სამხედრო ამბიციები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და რომლის პოლიტელიტა შტაზის (კგბს გერმანული ალტერნატივა) აგენტურით იყო სავსე ამ დრომდე,ტრილიონ ეუროს დებს არმიის განვითარების ათწლიან გეგმაში.
🔸და სად მოიგო რუსეთმა? პაკროვსკში და ჩასოვი იარში რომელსაც მესამე წელია უტევს და ბოლომდე ვერ აიღო? თუ ბელგოროდში და კურსკში რომლის დეოკუპაციაც მოახდინეს უკრაინული არმიისგან რამდენიმეთვიანი ბრძოლის და 40 000 ჯარისკაცის სიცოცხლის სანაცვლოდ?
თავის დროზე ყველაფერი საქართველოდან დაიწყო,როცა რუსებმა გაუბედეს დასავლეთს და დაარტყეს მის მოკავშირეს და სწორედ საქართველო იქნება რუსული იმპერიალიზმის კუბოზე ბოლო ლურსმანი!
სრულად წაიკითხეთ სტატია