კიდევ ერთხელ დადასტურდა
ის, რომ ჩვენ გვყავს
რადიკალური ოპოზიცია,
რომელიც ქვეყნის გარეთ
დაწერილი სამოქმედო
გეგმებით იმართება, -
განაცხდა „ქრონიკასთან“
პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილემ გიორგი
კახიანმა.მისი თქმით,
ოპოზიციის მიზანი
რევოლუციაა.„ნახეთ
მაგალითად სალომე
სამადაშვილის გამოსვლა,
რომელმაც უკვე დაიწყო
საუბარი
ვიზალიბერალიზაციის
შეზღუდვაზე, ასევე,
მოვისმინეთ ოპოზიციური
პოლიტიკური ჯგუფების
განაცხადი იმასთან
დაკავშირებით, რომ ისინი
გეგმავენ აქციებს. სწორედ
ის სქემა, რომელიც ამ
სამოქმედო გეგმით იყო
გაწერილი, ზუსტად ამ გეგმას
მიუყვება რადიკალური
ოპოზიციის მოქმედებები.
რევოლუციური გზების გარდა
სხვა ალტერნატივა ამ
ოპოზიციის განზრახვებში
არ არსებობს“, - აცხადენს
კახიანი.IRI-ის პროგრამების
დირექტორის სამოქმედო
გეგმა, რომელიც ქართული
ოპოზიციისთვის შემუშავდა,
დადასტურდა -
დესტაბილიზაციის
მცდელობის მორიგი ტალღა
სექტემბრისთვის მზადდება.
უკვე დაანონსებულია 13
სექტემბრის აქცია. მათი
მხრიდან გააქტიურდა
საუბარი უვიზო მიმოსვლის
გაუქმების საკითხზეც.